ჯოვანი ბატისტა აუდიფრედი
ჯოვანი ბატისტა აუდიფრედი - რომელსაც ასევე მოიხსენიებდნენ,როგორც – ჯიამბატისტა აუდიფრედი,დაიბადა 1714 წლის 2 თებერვალს,საფრანგეთის ალპებში მდებარე მაღალმთიან სოფელ საორჟში (ნიცასთან ახლოს).იგი წარმოადგენდა დიდ იტალიელ ასტრონომს,ბიბლიოგრაფსა და დომინიკური ორდენის სასულიერო პირს.თავისი ნაშრომების უმეტესობა ჯოვანიმ გამოაქვეყნა ფსევდონიმით – “აბატი უგოლინო”.სანამ დომინიკელთა ორდენში გაწევრიანდებოდა,მანამდე იგი ხელმძღვანელი გახლდათ კარდინალ ჯიროლამო კაზანეტეს ბიბლიოთეკისა. (ავტორი გენია.ჯი) სწორედ ამ პერიოდს უკავშირდება მისი დაინტერესება ასტრონომიის მეცნიერების მიმართ.მისი ინტერესი ამ მეცნიერების მიმართ იმდენად დიდი იყო,რომ მალე საკუთარ ობსერვატორიასაც კი აშენებს.თავის ერთ-ერთ ნაშრომში – “Dimonstratione della stazione della cometa del 1769″-ში,ჯოვანიმ სამეცნიერო ინტერესი გამოხატა ისეთი მცირე ზომის კოსმოსური სხეულის მიმართ,როგორიც გახლავთ – ჰალეის კომეტა.გარდა აღნიშნული ნაშრომისა,იგი (ავტორი გენია.ჯი) ავტორია სხვა მრავალი რიგი სამეცნიერო ნაშრომებისაც ასტრონომიაში: “Phaenomena coelestia”,”Transitus Veneris ante solem” და სხვა სამეცნიერო ნაშრომები.
ჯოვანი ბატისტა აუდიფრედმა აღიარება არა მარტო ასტრონომიაში,არამედ ბიბლიოგრაფიული მოღვაწეობითაც შეიძინა და მის მიერ შექმნილი მრავალი ბიბლიოგრაფიული ნამუშევრისათვის იგი მსოფლიოს არაერთ ენციკლოპედიაში იქნა შეყვანილი.მაგალითისათვის მას დაწერილი ჰქონდა შემდეგი (ავტორი გენია.ჯი) ბიბლიოგრაფიები: “Lettere tipografiche”,”Catalogus librorum typys impressorum bibliotecae Casanantesis” და სხვა ნამუშევრები.
ჯოვანი ბატისტა აუდიფრედი გარდაიცვალა 1794 წლის 3 ივლისს,იტალიის დედაქალაქ რომში,80 წლის ასაკში.