ფალარისი – “მეგობრობის წინაშე”
ფალარისი (ჩვ.წ.აღ-მდე VI საუკუნე) – წარმოადგენდა იმ ცნობილ აგრიჯენტოელ ტირანს (ქალაქი სიცილიის სამხრეთ სანაპიროზე),რომლის შესახებაც საკმაოდ საინტერესო ფაქტი შემოგვინახა უდიდესმა ძველრომალემა მწერალმა და ფილოსოფოსმა – კლავდიუს ელიანემ (170-222 წლები). (ავტორი გენია.ჯი) ის ფაქტი,რომელიც უნდა მოგაწოდოთ მკითხველო,რაოდენ გასაოცარიც არ უნდა იყოს,ნათლად მეტყველებს ფილარისის კაცთმოყვარე ბუნებაზე და მეგობრობის უდიდეს ძალაზე.
იყო ვინმე ქარიტონი,აკრაგანსელი,მშვენიერებისა და სილამაზის მოყვარული.განსაკუთრებით უყვარდა ბავშვები.მას მხურვალედ უყვარდა მელანიპოსი,რომელიც ასევე გამოირჩეოდა კეთილი სულითა და სილამაზით.ერთხელაც ფალარისმა აწყენინა მელანიპოსს.მან მოსთხოვა ჭაბუკს,რომ შეეწყვიტა ფალარისის ერთ-ერთი მეგობრის წინააღმდეგ წამოწყებული საქმე და რაკი იგი არ დამორჩილდა,ურჩობისათვის მძიმე სასჯელით დაემუქრა.ფალარისის ჩარევის შედეგად მელანიპოსის მოწინააღმდეგემ უსამართლოდ მოიპოვა გამარჯვება; სასამართლომ უგულვებელყო მელანიპოსის საჩივარი.განრისხებულმა ყმაწვილმა ეს ამბავი მეგობარს უამბო.მელანიპოსმა სთხოვა,რომ მას მიეღო მონაწილეობა ფალარისის წინააღმდეგ შეთქმულებაში.იგი იმედოვნებდა,რომ მას ნამდვილად შეუერთდებოდნენ ახალგაზრდები,რომლებიც,მისი აზრით,ამ საქმეს კიდევ უფრო გაამძაფრებდნენ.
გაღიზიანებული და რისხვით ანთებული მეგობრის შემყურე ქარიტონი დარწმუნებული იყო,რომ არც ერთი მოქალაქე არ დაუჭერდა მხარს და ტირანიის წინააღმდეგ არ გაჰყვებოდა.ქარიტონმა მიმართა მელანიპოსს და უთხრა,რომ მას ადრეც სურდა დამპყრობლებისაგან სამშობლოს განთავისუფლება და ეს მისი მთავარი საზრუნავი იყო. (ავტორი გენია.ჯი) თუმცა ფიქრობდა,რომ სხვებისათვის ამის გამხელა საიმედო არ იქნებოდა.მან დაითანხმა მელანიპოსი,შეთანხმებულიყვნენ იმაზე,რომ ჯერ საგულდაგულოდ მოეფიქრებინათ ყველაფერი და სამუშაოსათვის აუცილებელი დროც მიეცა.ჭაბუკმა თხოვნა შეისმინა.
ამრიგად,ქარიტონმა თავის თავზე აიღო ყველა სახიფათო საქმე და პასუხისმგებლობა,რათა საქმის წარუმატებლად დასრულების შემთხვევაში მეგობარი არ გაეწირა.როცა შეარჩია შესაფერისი დრო,მოკლე მახვილით ხელში შეუვარდა ტირანს,რაც შეუმჩნეველი არ დარჩენიათ მცველებს.ფალარისის ბრძანებით იგი შეიპყრეს.ქარიტონს სიბნელეში აწამებდნენ,რათა თანამზრახველები დაესახელებინა,მაგრამ იგი ვაჟკაცურად იტანდა ტანჯვას.დიდი ხანი გავიდა და როდესაც მეგობარი არ დაბრუნდა,მელანიპოსი ფალარისის წინაშე წარდგა და განუცხადა,რომ იგი არა მარტო თანამზრახველი იყო ქარიტონისა,არამედ თავადვე მართავდა შეთქმულებას.ტირანმა იკითხა მათი ამბოხის მიზეზი,ყმაწვილმა თავიდან ბოლომდე უამბო ყველაფერი – თუ როგორ უგულებელყვეს მისი საჩივარი და როგორ განრისხდა იგი ამის გამო.
ფალარისი გააოცა ორივე მეგობრის თავდადებამ.გაათავისუფლა ისინი სასჯელისაგან და უბრძანა,მაშინვე გასცლოდნენ არა მარტო ქალაქ აკრაგასს,არამედ სიცილიასაც კი.თუმცა ტირანმა შეუნარჩუნა ქონებიდან შემოსავლის აღების უფლება.მოგვიანებით პითიამ მათი მეგობრობა ასე შეამკო:
“მოკვდავთათვის ღვთაებრივი მეგობრობის მაუწყებლად შობილხართ,ბედნიერო,ქარიტონ და მელანიპოს”. (ავტორი გენია.ჯი)