ნოდარ ადეიშვილი – “სიყვარულის მოსაგონარი”

ერთი ასულის ყმა ვიყავ, -

მწყემსი აპრილის მწვანისა,

მაგრამ ვაჰ,ბედმა გამრიყა

ღარზე მიმშვები წყალისა,

ან ქვეყნად ვიღას დასცალდა

ბოლომდის მოხდა ვალისა…

***

თუ შესანდობარს იტყვიან,

წვეთს დააქცევენ ჯამიდან,

ის თეთრი იაც მიხსენონს,

დღეს დაფარული ჯაგითა…

***

არც მე ვარ,

აღარც ის არი,

არც ვინ გვიკვდება ჯავრითა.