ადოლფ უილიამ ბუგერო – “უფროსი და”
“უფროსი და” – ინგლისურ ენაზე “The Elder Sister”,წარმოადგენს გენიალურ ტილოს,შექმნილს 1869 წელს,დიდი ფრანგი მხატვრის და აკადემიზმის თვალსაჩინო წარმომადგენლის – ადოლფ უილიამ ბუგეროს (1825-1905 წლები) მიერ.სურათი მხატვრის მიერ დახატულ იქნა ზეთის საღებავით ტილოზე.მისი სიმაღლე 130,2 სანტიმეტრია,ხოლო სიგანე 97,2 სანტიმეტრი.ტილოზე,გამოსახულია სოფლის პეიზაჟის ფონზე,ქვაზე მჯდომი ახალგაზრდა გოგონა (უფროსი და),მძინარე ჩვილით (უმცროსი ძმა).სურათზე გამოსახული პერსონაჟებისათვის,მხატვარმა გამოიყენა საკუთარი ქალიშვილი – გენრიეტა და მცირეწლოვანი ვაჟიშვილი – პოლი.ფერთა გამისა და კომპოზიციის ბალანსი,ისევე,როგორც ბუგეროს სხვა ტილოებშია ასახული,მაქსიმალურად რეალისტურად არის დაცული. (ავტორი გენია.ჯი) სწორედ ასეთი განუმეორებელი სტილის გამო მიიჩნევდნენ მას აკადემიური სამხატვრო სტილის “მარგალიტად”.გარდა აღნიშნული სახელწოდების სურათისა,მხატვარს 1864 წელს,შექმნილი აქვს ამავე სახელწოდების მეორე ტილოც,რომელიც დღესდღეობით დაცულია,ამერიკის შეერთებული შტატების ქალაქ ბრუკლინის მუზეუმში.თავად,აღნიშნული ტილო 1992 წელს ანონიმი ქალბატონის მიერ,გადაცემულ იქნა “ჰიუსტონის სახვითი ხელოვნების მუზეუმისათვის”.როგორც მუზეუმის ადმინისტრაცია ირწმუნება,ადოლფ უილიამ ბუგეროს გენიალური სურათი – “უფროსი და”,ანონიმი ქალბატონის მიერ,მუზეუმისათვის,გარდაცვლილი მამის ანდერძის თანახმად იქნა გადაცემული.1992 წლიდან – დღემდე,იგი დაცულია იმავე მუზეუმში,რომელსაც თავიდანვე საჩუქრად გადასცეს ტილო. (ავტორი გენია.ჯი)