დიდი კუდუ
დიდი კუდუ - წარმოადგენს აფრიკული სახეობის ცხოველს,ანტილოპების ოჯახისა.ისინი ბინადრობენ აფრიკის კონტინენტის აღმოსავლეთ და სამხრეთ ნაწილებში.ძირითადად გავრცელებული არიან სავანებში.მათი სიგრძე 2,5 მეტრამდეა,ხოლო მასა კი 300 კილოგრამამდე.ასევე აღსანიშნავია მათი რქები,რომელთა სიმაღლე ხშირ შემთხვევებში 150-მდე სანტიმეტრსაც კი აღწევს.აქვთ მოგრძო კუდი.დიდი კუდუ,არა მარტო მდინარეებისა და ტბების სიახლოვეს,არამედ მშრალ რეგიონებშიც გვხვდებიან.ცხოვრობენ ჯგუფებად,რომელშიც 6-დან 10-მდე (ზოგ შემთხვევაში 30-დან 40-მდე) ეგზემპლარი შედის.მაკეობის პერიოდი 7-დან 8 თვემდე გრძელდება.ბადებენ ერთ პატარას,რომლის წონა 16 კილოგრამამდეა.ისინი არ არიან ემიგრირების მოყვარული ცხოველები.მათი თითოეული ჯგუფი გავრცელებულია 50 კვადრატულ კილომეტრ ფართობზე.ძირითადად იკვებებიან ფოთლებითა და ბალახებით.აღსანიშნავია,რომ იკვებებიან ისეთი შხამიანი მცენარეებითაც კი,რომელთაც უამრავი ცხოველი ახლოსაც,რომ არ ეკარება.სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა 8 წელიწადია,თუმცა არის შემთხვევები,როცა 15 წლამდეც უცოცხლიათ. (ავტორი გენია.ჯი) ბუნაბაში,დიდი კუდუს სულ ხუთი სახეობა არსებობს.მიუხედავად იმისა,რომ აღნიშნულ ცხოველს გადაშენების საფრთხე არ ემუქრება,არის ქვეყნები სადაც მათი რაოდენობა საკმაოდ შემცირებულია (მაგალითად – ეთიოპია,სომალი,სუდანი და ჩადი).მას საფრთხე არა მარტო ლომისაგან,ვეფხვისაგან და სხვა მტაცებლებისაგან,არამედ ადამიანისგანაც ემუქრება.საფრთხის დროსანვითარებენ საკმაოდ დიდ სისწრაფეს.ცნობილია ისიც,რომ დიდი კუდუს სახეობის ანტილოპას,სამი მეტრი სიმაღლის დაძლევაც შეუძლიაა.სახელწოდება – დიდი კუდუ,ჰოტენტოტების ეთნიკური ჯგუფის ენიდან მომდინარეობს.აფრიკის კონტინენტის თეთრკანიანი კოლონისტები კი ადრეულ საუკუნეებში,მას მოიხსენიებდნენ,როგორც – მცირე კუდუ. (ავტორი გენია.ჯი)