ევროპის “ჯუჯა” ქვეყნები
“ევროპის ჯუჯა ქვეყნებს” ტრადიციულად აკუთვნებენ ანდორას,ვატიკანს,ლიხტენშტეინს,მონაკოს,სან-მარინოს და მალტას.კონტინენტის პოლიტიკურ რუკაზე მათ აერთიანებს ის,რომ ისინი გამოირჩევიან მცირე ტერიტორიითა და მოსახლეობით,ისტორიული განვითარების მსგავსებით და თანამედროვე ეკონომიკის ერთნაირი მასშტაბებით.ამავე დროს,მათ მნიშვნელოვნად განასხვავებს ერთმანეთისაგან გეოგრაფიული მდებარეობის თავისებურება,მოსახლეობის შემადგენლობა,მმართველობის ფორმა და ასე შემდეგ.საერთო ფართობი ამქვეყნებისა ერთად აღებული 1006.33,ხოლო საერთო მოსახლეობის რაოდენობა კი 524,100 ადამიანია. (ავტორი გენია.ჯი) კვადრატული კილომეტრიაფართობის მიხედვით “ჯუჯა ქვეყნებში” გიგანტია ანდორა,პირენეის ნახევარკუნძულის ქვეყანა.მისი მასშტაბები ასეთია:ჩრდილოეთიდან სამხრეთისაკენ იგი ვრცელდება 25 კილომეტრზე,ხოლო აღმოსავლეთიდან დასავლეთისაკენ 29 კილომეტრზე.მას მოჰყვება მალტა და ლიხტენშტეინი,ხოლო ყველაზე პატარა ქვეყანაა ვატიკანი,კათოლიკური სამყაროს ცენტრი,რომელიც როგორც დამოუკიდებელი პოლიტიკური ერთეული,არსებობს 1929 წლიდან.დასახელებული ქვეყნები ევროპის კონტინენტზე მდებარეობს,გამონაკლისია მხოლოდ მალტა,რომელიც თითქმის ხმელთაშუა ზღვის ცენტრშია და იგი მოსახლეობის რაოდენობით (370,000 მაცხოვრებელი) ამ ქვეყნებს შორის ყველაზე მრავალრიცხოვანია.მმართველობის ფორმათა მიხედვით სამი რესპუბლიკაა სან-მარინო,რომელიც მსოფლიოში ერთ-ერთი უძველესი რესპუბლიკაა,301 წლიდან. (ავტორი გენია.ჯი) ანდორა და მალტა.სამიც მონარქიული მართველობა ლიხტენშტეინი,მონაკო და ვატიკანი,სადაც აბსოლიტური თეოკრატიული მონარქიაა,რომელსაც სათავეში რომის პაპი უდგას.საკმაოდ მრავალფეროვანია ამ სახელმწიფოთა ეკონომიკის საფუძველიც – ანდორასი ეს არის ტურიზმი და მასთან დაკავშირებული სუვენირების ინდუსტრია,მალტაში წამყვანი დარგია,როგორც მსუბუქი,ასევე კვების მრეწველობა,განვითარდა ასევე გემთმშენებლობაც.ლიხტენშტეინის ეკონომიკურ ძალას საბანკო-საფინანსო და ტურიზმის ბიზნესი წარმოადგენს.სან-მარინოც ძირითადად,ტურისტული ინდუსტრიით ცხოვრობს,მნიშვნელოვანია ასევე შემოსავლები საფოსტო მარკების გამოშვებით.რაც შეეხება მონაკოს,იგი მსოფლიოში აღიარებულია როგორც გასართობი და ტურისტული ინდუსტრიის უმსხვილესი ცენტრი.ვატიკანს დიდი შემოსავლები აქვს სხვადასხვა სახის გადასახადებიდან,საფოსტო მარკების გაყიდვებიდან და ტურიზმიდან,სწორედ ვატიკანის მუზეუმებშია დაცული ხელოვნების ნიმუშთა უნიკალური კოლექციები,რომელთა შორისაც მსოფლიოში სახელგანთქმული – სიქსტის კაპელა,ათენის სკოლა,პიეტა და სხვა მრავალი შედევრია.მონაკო მდებარეობს ხმელთაშუა ზღვის ლაჟვარდოვან სანაპიროზე.მისი ტერიტორია სიგრძით ვრცელდება 2,7 კილომეტრზე,ხოლო სიგანე 180 მეტრიდან 1050 მეტრამდეა.ქვეყნის ტერიტორია წარმოადგენს ერთმანეთზე გადაბმულ სამ ქალაქის ერთიანობას.ეს ქალაქებია:მონაკო (დედაქალაქი),მონტე-კარლო და კონდამინი.სიმჭიდროვე აქ მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მაღალია,საშუალოდ 15000 კაცი 1 კვადრატულ კილომეტრზე.ადგილობრივ მოსახლეობას წარმოადგენენ მონეგასკები.ჭარბობს ფრანგული მოსახლეობაც.სახელმწიფო ენა ფრანგულია.მონაკო კონსტიტუციური მონარქიაა,რომელსაც 1297 წლიდან გრიმალდთა დინასტია მართავს.ქვეყნის ტერიტორიაზე ასევე მდებარეობს მსოფლიოში სახელგანთქმული ოკეანეგრაფიული მუზეუმი და ინსტიტუტი,ტურიზმის აკადემია და სხვა დაწესებულებები.ამ ქვეყნის ტერიტორიაზე განლაგებულია 800-ზე მეტი საერთაშორისო კომპანიის სამმართველო და 50-ზე მეტი ბანკი,რომელთაც აქ იზიდავთ შეღავათიანი საგადასახადო რეჟიმის არსებობა. (ავტორი გენია.ჯი)