ვოლფგანგ ამადეუს მოცარტი – “ვუნდერკინდი გენიოსი”
გენიალური ავსტრიელი კომპოზიტორი ვოლფგანგ ამადეუს მოცარტი (1756-1791 წლები),ბავშვობიდანვე უდიდესი მუსიკალური ნიჭით იყო დაჯილდოებული.7 წლის ასაკში,რაოდენ გასაოცარიც არ უნდა იყოს,დაწერა თავისი პირველი სიმფონია.12 წლის გახლდათ,როდესაც თავისი პირველი ოპერა – “ბასტიენი და ბასტიენა” შექმნა.იმ დროისათვის ერთ-ერთ უდიდეს ბოლონიურ სამუსიკო აკადემიაში არსებობდა შინაგანაწესი,რომლის თანახმადაც აკადემიის წევრებს არ ჰქონდათ უფლება მიეღოთ აკადემიის წევრად 26 წელზე ახალგაზრდა მუსიკოსი. (ავტორი გენია.ჯი) თუმცა ერთადერთი გამონაკლისის გაკეთება მათ მაინც მოუწიათ ავსტრიელი ვუნდერკინდის – ვოლფგანგ ამადეუს მოცარტის შემთხვევაში.იგი არჩეულ იქნა ბოლონიის აკადემიის აკადემიკოსად,სულ რაღაც 14 წლის ასაკში.როდესაც,ვოლფგანგის მამამ,მას მიულოცა ესოდენ დიდი წარმატება,წარმატებისაგან აღტაცებულმა მოცარტმა უთხრა:
“ახლა მამა აკადემიკოსი ვარ და მითხარი გეთაყვა,მაქვს თუ არა სრული უფლება,ყოველდღიურად ნახევარი საათით მაინც გავისეირნო ხოლმე?”
რაღა თქმა უნდა მამის პასუხი გენიოსი ვაჟიშვილის მიმართ დადებითი იყო. (ავტორი გენია.ჯი)