მარჩელო ტომაზო ალბინონი – “გვიან აღმოჩენილი გენიოსი”
“ბაროკოს ეპოქის” სამი უდიდესი იტალიელი კომპოზიტორი – ანტონიო ვივალდი,ბენედეტო მარჩელო და ტომაზო ალბინონი (1671-1751 წლები),უდიდესი გავლენის მქონენი იყვნენ იმ პერიოდის ვენეციურ სამუსიკო სამყაროში.მიუხედავად ამისა,ვივალდისა და მარჩელოს სახელების გარდა,საუკუნეების განმავლობაში ალბინონის,როგორც უდიდესი კომპოზიტორის სახელი,არავინ უწყოდა.იგი იმ გენიოსთა ნუსხის წარმომადგენელი გახლდათ,რომლებიც დროის გარკვეულ მონაკვეთში,სრულიად იქნენ მივიწყებულნი.მისი გენიალური ნაწარმოებები (ზოგადად,პიროვნება) საუკუნეების მანძილზე არავის გახსენებია და ენციკლოპედიებშიც კი არ გახლდათ მოხსენიებული. (ავტორი გენია.ჯი) თუმცა,მეორე მსოფლიო ომის დროს,დრეზდენის გალერეის დაბომბვის შემდეგ (1945 წელი),გამოჩენილმა იტალიელმა მუსიკოსმა რემო ჯაძოტომ,გალერეის ნანგრევებში სრულიად შემთხვევით აღმოაჩინა ფრაგმენტები,ტომაზო ალბინონის ხელწერილებისა და ნოტებისა.ხელნაწერებში ნაპოვნი იქნა მრავალი სონეტი,თუმცა მათგან,ბევრი დაუსრულებელი სახით იყო წარმოდგენილი.სწორედ – რემო ჯაზოტომ ააწყო გადარჩენილი ექვსი ტაქტიდან,ალბინონის გენიალური კომპოზიცია – “ადაჯიო”,რომელმაც საუკუნეების შემდეგ ტომაზო ალბინონის გენიის სრული პიროვნება დაგვიხატა და გაგვაცნო.მას შემდეგ – “ადაჯიო”,ალბინონის მუსიკალურ ენად იქნა მიჩნეული.დღესდღეობით ალბინონის შემოქმედება მსოფლიოს სამუსიკო სამყაროში დიდ ადგილს იკავებს.ახლად აღმოჩენილი გენიოსით,შემდგომში ბევრი კომპოზიტორი და მუსიკოსი დაინტერესდა.კვლევების შედეგად დადგენილ იქნა,რომ იგი 50-მდე ოპერის ავტორიც გახლდათ.მუსიკის ჭეშმარიტმა მოყვარულებმა,მხოლოდ სამი საუკუნის შემდეგ აღმოაჩინეს დიდი კომპოზიტორის ის უნივერსალური შემოქმედება,რომელიც,დღემდე უდიდეს ესთეტიკურ სიამოვნებას ანიჭებს მსმენელს. (ავტორი გენია.ჯი)