კარნეადე

კარნეადე - დაიბადა ძვ.წ.აღ-ით 214 წელს კირენაში (თანამედროვე ლიბიის ტერიტორიაზე).იგი გახლდათ ერთ-ერთი უდიდესი ძველბერძენი ფილოსოფოსი და დამაარსებელი – “მესამე აკადემიისა”.საბერძნეთის “გულში” – ათენში,კარნეადე ჩავიდა ძვ.წ.აღ-ით 185 წელს,რის სემდეგაც შეისწავლა დიალექტიკა.მისი მასწავლებელი გახლდათ,ცნობილი ფილოსოფოსი-სტოიკი – დიოგენე ბაბილონელი.მოგვიანებით კარნეადემ სკეპტიკური აკადემიის პოზიციაზე გადაინაცვლა.მან განავითარა სკეპტიციზმის იდეები.უარყოფდა ცოდნას და შესაძლებლობას,საბოლოო მტკიცებულებამდე. (ავტორი გენია.ჯი) ძვ.წ.აღ-ით 155 წელს ფილოსოფოსს დიოგენე ბაბილონელთან და პერიპათეტიკ – კრიტოლაემთან ერთად გაემგზავრა რომში.იგი “მარადიულ ქალაქში”,თავის ფილოსოფიურ შეხედულებებს ზეპირსიტყვიერად გამოხატავდა.სწორედ ეს გახლდათ უმთავრესი მიზეზი იმისა,რომ მისი ფილოსოფიური ტრაქტატებიდან ჩვენამდე არც ერთს არ მოუღწევია.კარნეადეს შესახებ ცნობები,მოგვაწოდეს ისეთმა დიდმა მოაზროვნეებმა,როგორებიც გახლდნენ – ციცერონი და ევსეა კესარიელი.მისი მოწაფეები გახლდათ – კლიტომაქსი (შემდეგში ახალი აკადემიის ხელმძღვანელი) და დიდი ძველბერძენი ფილოსოფოსი – ჰარმადი.ისინი,ისევე როგორც კარნეადე,ანვითარებდნენ და ფართოდ განავცობდნენ “სკეპტიციზმის” ხედვებს.მიუხედავად კარნეადეს პირადი ნამუშევრების არ არსებობისა,მასზე მაინც საკმაო წარმოდგენა შეგვიქმნეს მისმა თანამედროვეებმა. (ავტორი გენია.ჯი)