ოსმან ალი ხანი – “აზაფ ჯა VII”
ოსმან ალი ხანი – (იგივე აზაფ ჯა VII) წარმოადგენდა უკანასკნელ მეფეს ჰაირაბადის და ბერარისა,მანამ,სანამ ინდოეთის მიერ არ იქნა აღნიშნული სამეფო ანექსირებული.ისტორიკოსთა გადმოცემის თანახმად – მისი ბრწყინვალება,საკმაოდ კეთილშობილი და მეგობრული ხასიათის მართველი ყოფილა.იგი სერიოზულად იღწვოდა,თავის სამეფოში განათლების გავრცელების მხრივ.რაც ყველაზე ნიშანდობლივია,არის ის,რომ ოსმან ალი ხანმა გასცა ბრძანება,რომლის თანახმადაც ყველა ღარიბი მოქალაქისათვის განათლება უფასო და ამასთანავე,სავალდებულო იყო.აღნიშნულმა აქტმა,მის მიმართ სიმპათიები,მოსახლეობაში კიდევ უფრო გაზარდა. (ავტორი გენია.ჯი) 37 წლის ასაკში,აზაფ ჯა VII-მ სამეფოში სარკინიგზო ხაზი და ელექტროენერგია შეიყვანა.იგი პროგრესისა და ინოვაციის ნამდვილი მხარდამჭერი და განმხორციებელი გახლდათ.1937 წელს ჟურნალმა Time Magazyne-მ,50 წლის მეფე აზაფ ჯა VII მსოფლიოს უმდიდრეს ადამიანად დაასახელა.მისი ქონება 210 მილიარდ დოლარად იქნა შეფასებული.აღსანიშნავია ის გარემოებაც,რომ მან დიდი ბრიტანეთის დედოფალს ელიზაბედ II-ეს საქორწინო საჩუქრად მიართვა უძვირფასესი ბრილიანტები (მას გასაოცარი საიუველირო სალონი გააჩნდა),რომლისგანაც ელიზაბედმა 1973 წელს დაამზადებინა საყოველთაოდ ცნობილი – ”ბირმული რუბინის გვირგვინი”.აზაფ ჯამ უდიდესი ფინანსური დახმარება გაუწია ბრიტანეთისა და ავსტრალიის სამხედრო-საზღვაო ძალებს მეორე მსოფლიო ომის პერიოდში,რის გამოც მას მიანიჭეს ტიტული – “ბრიტანეთის მთავრობის ერთგული მოკავშირისა”.მიუხედავად ბრიტანეთის “ერთგულებისა”,მისი ქვეყანა ამ ფაქტმაც კი ვერ იხსნა ინდოეთის დაპყრობისაგან.დღესდღეობით აზაფ ჯა,ისტორიაში მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანების რიგში მე-5 პოზიციაზე არის აღიარებული – ჯონ როკფელერის,ენდრიუ კარნეგის,ნიკოლოზ II-ის და უილიამ ჰენრი ვარდენბილდტის შემდეგ. (ავტორი გენია.ჯი)