“მეორე მსოფლიო ომის” ყველაზე ძვირადღირებული არტეფაქტები
სამხედრო ანტიკვარიატი,ყოველთვის უდიდეს ინტერესს იწვევდა და იწვევს კოლექციონერებში.”მეორე მსოფლიო ომის” ისტორიული არტეფაქტების მიმართ ინტერესი კი ყველაზე დიდი ყურადღების საგანს წარმოადგენს.განსაკუთრებულ ინტერეს კი კოლექციონერებში,ამ საშინელი ომის დროინდელი შემდეგი არტეფაქტები იწვევენ: დოკუმენტები,ჯილდოები,იარაღი,პირადი ნივთები და ცნობილი ადამიანების პირადი არქივები.სწორედ ამ მიზეზთა გამო,აღნიშნული ნივთები,ხშირად ხვდება მსოფლიოს წამყვან აუქციონებზე და მათი ფასი წლიდან-წლამდე კოლოსარულად იზრდება.ჩემო მკითხველო,პოსტში წარმოგიდგენთ ხუთეულს,დღემდე ყველაზე ძვირად გაყიდული ლოტებისას,რომლებიც გაყიდულ მსოფლიოს სხვადასხვა აუქციონებზე:
1. ”Hawker Hurricane” - წარმოადგენს ბრიტანულ ერთადგილიან გამანადგურებელ თვითმფრინავს,რომელიც გამშვებულ იქნა 1942 წელს.იგი კანადის სამხედრო-საჰაერო ძალების შემადგენლობაში ირიცხებოდა და მეორე მსოფლიო ომის დროს დიდ დროს უთმობდა მტრის წყალქვეშა ნავებთან ბრძოლას. (ავტორი გენია.ჯი) აღნიშნული თვითმფრინავი გაყიდულ იქნა Bonhams-ის აუქციონზე 2,6 მილიონ ამერიკულ დოლარად.აღსანიშნავია ის გარემოებაც,რომ თვითმფრინავი დღესაც ისევე მწყობრშია,როგორც ეს ათწლეულების წინათ იყო.
2. ”ედუარდ კენის სამხედრო ჯილდოები” - წარმოადგენს ავსტრალიური არმიის რიგითის – ედუარდ კენის მიერ მოპოვებულ ჯილდოებს,მეორე მსოფლიო ომის პერიოდში.აღნიშნულ ჯილდოებს შორის ყველაზე ძვირფასი,დიდი ბრიტანეთის სამხედრო ორდენი – “დედოფალ ვიქტორიას” სახელობის ჯვარია,რომელიც მებრძოლს გადაეცემა განსაკუთრებული გმირობის ჩადენის შემთხვევაში.ეს ჯილდო აუქციონებზე უიშვიათესად ხვდება და ძირითადად კერძო კოლექციებშია დაცული.ამის გამო იგი ერთგვარად წარმოადგენს ამა თუ იმ ოჯახის რელიქვიას,რომელთა ნაწილსაც მფლობელები,არც თუ ისე ხშირად მუზეუმებს უსახსოვრებენ ხოლმე.ედუარდ კენმა აღნიშნული ჯილდო 1945 წლის მაისში,პაპუა-ახალ გვინეაში (ავტორი გენია.ჯი) ჩადენილი გმირობისათვის მიიღო,მაშინ როდესაც სრულიად მარტომ თავს დაესხა მტრის ბუნკერს,რა დროსაც გაანადგურა იაპონელ მეტყვიამფრქვევეთა მრავალი საცეცხლე წერტილი.”ედუარდ კენის სამხედრო ჯილდოები” აუქციონზე გაყიდულ იქნა 990 000 ამერიკულ დოლარად.
3. “ადოლფ ჰიტლერის საწერი მოწყობილობა” - მიუხედავად იმისა,რომ ადოლფ ჰიტლერი ყოველ ადამიანში უარყოფით აურას აღძრავს,კოლექციონერებისათვის მისი პირადი ნივთების “ხელში ჩაგდება” მაინც დიდ ინტერესის სფეროს წარმოადგენს.ფიურერის მასიური ბრინჯაოსაგან დამზადებული საწერი მოწყობილობა,რომელსაც მესამე რაიხის სიმბოლო “არწივი” ამშვენებს,ამერიკელი ლეიტენანტის – ჯეკ მაკონომის მიერ იქნა ნაპოვნი ჰიტლერის რეზიდენციაში.მას შემდეგ აღნიშნული არტეფაქტი მის კერძო საკუთრებაში ინახებოდა,მანამ სანამ მრავალი წლის გასვლის შემდეგ,სრულიად შემთხვევით ტელევიზორში არ იხილა დოკუმენტური კადრები (ავტორი გენია.ჯი) ”მიუნხენის შეთანხმებისა”,სადაც სწორედ ამ არტეფაქტზე მოაწერა ხელი ადოლფ იტლერმა “მიუნხენის შეთანხმებას”.სწორედ ამ დროს მიხვდა ომის ვეტერანი,თუ რაოდენ “ძვირფასი” ისტორიული არტეფაქტის მფლობელი იყო.მოგვიანებით ადოლფ ჰიტლერის საწერი მოწყობილობა გამოტანილ იქნა აუქციონის სახლის Alexsander Autographs-ის მიერ ერთ-ერთ გასაყიდ ლოტად და იგი გაიყიდა 423 000 ამერიკულ დოლარად.
4. “ანა ფრანკის დღიურები” - საყოველთაოდ ცნობილი ისტორიული სახის დოკუმენტებია,რომელიც მიძღვნილ იქნა იმ მოვლენებზე,რაც მეორე მსოფლიო ომის დროს სუფევდა.როდესაც 1988 წელს,მისი დღიურების ნაწილი აუქციონზე გაიტანეს,დიდი აჟიოტაჟი ატყდა.მისი ხელში ჩაგდება უამრავ კოლექციონერსა და ცნობილ ადამიანს სურდა,მათ შორის დიდ ამერიკელ (ავტორი გენია.ჯი) მსახიობ ქალს – ვუპი გოლდბერგსაც,თუმცა ლოტი სხვას ხვდა წილად,რომელმაც მასში 328 000 ამერიკული დოლარი გადაიხადა და რომელმაც მოგვიანებით იგი – სიმონ ვიზენტალის ცენტრს გადასცა საჩუქრად.
5. ”ენიგმას შიფრის მანქანა” - პირველად 1920-იან წლებში ჩაეშვა გაყიდვაში.თუმცა მისი მასიურად გამოყენება მხოლოდ მეორე მსოფლიო ომში დაიწყეს სამხედროებმა.უმრავლესობა “ენიგმას” შიფრის მანქანისა გერმანელთა ხელში იყო.მიუხედავად იმისა,რომ მისი შიფრის გახსნა დიდი ხნის მაძილზე ვერ ხეხდებოდა,საბოლოო ჯამში ბრიტანელმა სპეციალისტებმა მაინც შეძლეს მისი (ავტორი გენია.ჯი) ტექსტების გაშიფვრა.მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ უამრავი “ენიგმას” ეგზემპლარი იქნა გერმანიიდან გატანილი,თუმცა დღემდე მისი სულ რამდენიმე ეგზემპლარია შემოჩენილი.1991 წელს,მსოფლიოში ერთ-ერთმა ყველაზე ცნობადმა და პრესტიჟულმა – Cristie’s აუქციონმა,წარადგინა ლოტად “ენიგმას” მეორე მსოფლიო ომისდროინდელი შიფრის მანქანა,რომელიც 208 137 დოლარად იქნა გაყიდული.