ვიტორიოზა

1530 წლის 26 ოქტომბერს,”წმინდა იოანეს ორდენის” რაინდები გადავიდნენ კუნძულ მალტის სამხრეთით მდებარე,დასახლებულ პუნქტ ბირგუს სიახლოვეს.მათ იქვე ააგეს და დააარსეს ქალაქი – ვიტორიოზა (მოიხსენიებდნენ,როგორც – გამარჯვებული).აღნიშნული ქალაქი შემდგომ,ისტორიაში შევიდა,როგორც ერთ-ერთი ყველაზე მძიმე ალყისა და სისხლისმღვრელი ბრძოლების ეპიცენტრი.სწორედ ბირგუსა და სენტ-ელმოს ფორტს მოუწია საკუთარ თავზე განეცადა ის საშინელი ალყა,რომელიც 1565 წელს დაიწყო.600-მა “წმინდა იოანეს ორდენის” რაინდმა და 7000-მა მებრძოლმა ქრისტიანმა,თურქთაგან მიიღო დიდი გამოწვევა ბრძოლისა. (ავტორი გენია.ჯი) თურქული არმიის რაოდენობა 35 000-ს აღემატებოდა.აღნიშნული ალყა,არა ერთმა ისტორიკოსმა აღწერა,თავიანთ თხზულებებში.ფაქტიურად,მთელი გატრუნული ევროპა,დიდი გულისფანცქალით ადევნებდა თვალს ამ ბრძოლას.იმისათვის,რომ თურქებს არ გაემარჯვათ,სპეციალურად იმართებოდა ინგლისსა და სხვა ევროპულ ქვეყნებში წირვა-ლოცვები.ინგლისის დედოფალმა ელისაბედმა,განაცხადა: “თუკი თურქები მალტას დაიკავებენ,რთული იქნება იმის განჭვრეტა,რა საფრთხე დაემუქრება ევროპასა და სხვა ქრისტიანულ სახელმწიფოებს ევროპაშიო”.უმძიმესი ბრძოლების შედეგად ფორტი სენტ-ელმო დაეცა.ქალაქში შეჭრილი თურქი მეომრები არ ზოგავდნენ არც დიდსა და არც პატარას. (ავტორი გენია.ჯი) მათმა სარდალმა მუსტაფა-ფაშამ,გასცა ბრძანება თავი მოეკვეთათ არა მარტო ტყვედ აყვანილი,არამედგ ყველა გარდაცვლილი რაინდისათვისაც.ამის შემდეგ კი მათი სხეულები მიელურსმნათ ხის ჯვრებზე.მას შემდეგ რაც აღნიშნული ბრძანება შესრულდა,ყოველი ჯვარზე გაკრული რაინდის უთავო სხეული ზღვაში იქნა გადაყრილი.რამდენიმე დღის შემდეგ,ზღვის მეორე სანაპიროზე ოთხი ჯვრებზე მილურსმნული რაინდის ცხედარი გამორიყა ზღვამ.ისინი მოსახლეობამ,სრული ქრისტიანული წესის დაცვით დაკრძალა.წმინდა იოანეს ორდენის მაგისტრმა – ჟან დე ლია ვალეტ პარიზომ მიიღო გადაწყვეტილება თავადაც ჩართულიყო ბრძოლაში.იმ ბრძოლაში,რომელშიც მტრის დანდობა გამორიცხული იყო.რაინდთა ლეგიონები დაიძრნენ მალტისაკენ.მათ სრულად გაანადგურეს თურქული ლაშქარი. და თუკი რომელიმე თურქი ცოცხლად შეიპყრეს,აბსოლიტურად ყველას თავები მოჰკვეთეს.მალტა კი კვლავ ქრისტიანთა მართველობის ქვეშ გადავიდა.ასეთივე ალყა აღნიშნულმა რეგიონმა 1942 წელსაც განიცადა (მეორე მსოფლიოომის დროს).დღესდღეობით,მალტაზე მდებარე – ვიტორიოზა,ის ერთი პატარა და ლამაზი ქალაქია,რომლის კედლებიც უდიდესი ისტორიის მატარებელია. (ავტორი გენია.ჯი)