ჩინური იხვი
ჩინური იხვი – (იგივე მანდარინა),იხვისებრთა ოჯახის ერთ-ერთი ულამაზესი ფრინველია.იგი გავრცელებულია აღმოსავლეთ აზიის რიგ რეგიონებში.კერძოდ – სახალინის,ამურის,ხაბაროვსკისა და პრიმორიეს მხარეებში.გამოსაზამთრებლად იაპონიასა და ჩინეთს სტუმრობენ.ჩინური იხვის წონა 400 გრამიდან 700 გრამამდეა.გამოირჩევიან ულამაზესი ფერთა გამით.იკვებებიან წყლის მცენარეებით,მოლუსკებით,თევზებითა და რკოთი.ძირითადად განსახლებული არიან მთის მასივებში,მდინარეებთან სიახლოვეს. (ავტორი გენია.ჯი) გამოირჩევიან ძალიან კარგი ცურვით და დიდ დროს წყალში ატარებენ.ასევე შესაძლებელია,მათ ხეებზე მჯდომებსაც წავაწყდეთ.ფრენისას ანვითარებენ საკმაოდ კარგ სისწრაფეს და გამოირჩევიან ფრენის კარგი მანევრებითაც.ბარტყების გამოსაჩეკად 32 დღეა საჭირო.ამისათვის ისინი დებენ 7-დან 14-მდე კვერცხს.აღსანიშნავია ის გარემოება,რომ “მანდარინა” ძალიან მგრძნობიარე ფრინველია.დღესდღეობით – ‘ჩინური იხვი” – “წითელ წიგნშია” შეტანილი,როგორც გადაშენების საფრთხის წინაშე მდგომი ფრინველთა სახეობა.აღნიშნულ სახეობას,ადამიანები ამრავლებენ სპეციალურად,ბაღებისათვის დეკორატიული სილამაზის-და გამო.ჩინურ კულტურაში – “მანდარინა” ხშირად არის მოხსენიებული და მათი წყვილი “ერთგულების” სიმბოლოდაც კი მიიჩნევა. (ავტორი გენია.ჯი)