“ღვთის ტაძარი სარკეა ცოდვით დამძიმებული სულისა”
“ყოველი გზანი უფლისანი არიან,მაგრამ ყოველი გზა სათნო არ არის მისა.ყოველი სული როდი მსახურებს მას.ყოველი ტაძარი უფლისა არს,მაგრამ ყოველი როდი პოულობს უფალს სულის ტაძარში.
სული უხილავია,შეუმჩნეველი,მიუწვდომელი,ფაქიზი და შეუხებადია,მაგრამ ამასთან ერთად გრძნობადია.თავად ვერ ხედავ,მაგრამ ის მთლიანად მოგიცავს და განგსმჭვალავს.მისით შეუფასებლად მდიდარია ყველა,თვით ყველაზე გლახაკიც კი ამ წუთისოფელში.სად შეიძლება შევიგრძნოთ,შევიმეცნოთ და ვისწავლოთ მის შესახებ,სად შეიძლება ჩავიხედოთ მასში,როგორც სარკეში და დავინახოთ იგი? ღვთის ტაძარი სარკეა ცოდვით დამძიმებული სულისა,ერთ-ერთი მთავარი საშუალებაა ცოდვით დამძიმებული სულისთვის,რათა დაინახოს,შეიგრძნოს და შეიმეცნოს უძულურება და ჭეშმარიტი სახე თავისი ყოფიერებისა.ამ მადლმოსილ სარკეში ადამიანს შეუძლია არა მარტო შეამჩნიოს მისი რეალური ყოფა,ჩასწვდეს ზნეობისა და სინდისის მდგომარეობას,არამედ იგი იძენს ყოველგვარ საშუალებას,ძალას,მადლს,ჯანსაღ ხედვასა და მართებულ მიმართულებას,რომ განიწმინდოს სული,გული,ცოდვისკენ მიდრეკილი პიროვნული ნება,რადგან ამის გარეშე შეუძლებელია ხილვა უფლის წმინდა სახისა.ტაძრისკენ მავალი გზა გულის განწმენდის ბილიკზე გადის,რაც დაუსრულებელი და შეუცნობადია.ქვით ნასენი ტაძრისკენ მრავალი ადამიანი მიისწრაფვის,მაგრამ გულში ნაშენ წმინდა ტაძარში,მცირედნი იმკვიდრებენ ადგილს.განწმენდილი გული უფლის სახლი და სამკვიდრებელია,გულის ამგვარი მდგომარეობა ძალზე იშვიათია და ძნელად მისაღწევია,რადგან უფალი ყველას გულს სტუმრობს,მაგრამ ყველას გულში არ ცხოვრობს იგი.ხშირად სულის კარს საერთოდ არ ვაღებთ და ძალზე ნაღვლიანი მიდის ჩვენგან “მაცხოვნებელი სტუმარი”,ზოგჯერ ვუღებთ კარს,მაგრამ სამწუხაროდ,ძალზე მცირე ხნით შევიპატიჟებთ,რადგან დიდი ხნით არ არის უფლის ადგილი ჩვენსი,დაკავებული და არვსებულია ბილწი გულისთქმებითა და ზრახვებით.ადამიანი შეიძლება გამუდმებით დადიოდეს ტაძარში,ესწრებოდეს წირვა-ლოცვას,მაგრამ გულის ტაძარში ერთხელაც არ შეებიჯებინოს.სულის კარს ღმერთი აღებს ეკლესიაში მის მიერ დავანებული მადლის მეშვეობით,მაგრამ ისევ და ისევ ჩვენი გულმოდგინებითა და მისდამი ერთფულებით.უფალმა ინებოს,რომ თითოეული მორწმუნის გული ღვთის წმინდა ტაძრად ქცეულიყოს”.
”ამინ”. (ავტორი გენია.ჯი)