ილია ჭავჭავაძის ნააზრევი…
“საკვირველია კეთილი კაცი! სარკეში ჩახედვა ეჯავრება,თავისთავის დანახვა ეთაკილება,ეზარება.რაც უნდა უყავ,თავის სიკეთეს კი ნუ დაანახვებ.მაგრამ რა? ღმერთი ხომ ჰხედავს და ხელის გულზედ სწერს… დედამიწის სარკე ზეცა არის,ის გადიცემს ხოლმე წუთისოფლის საქმესა”.
“დიდბუნოვნება ცალკე ადამიანისა თუ მთელი ერისა მის მიერ გატანილი მადლის მეტ-ნაკლებობაშია.იგ მეტ-ნაკლებობა მადლისა არის უტყუარი საწყაო ცალკე ადამიანისა თუ მთელი ერის კაცურ-კაცობისა,მისის შინაგან სიმაგრისა,ქვაკუთხედი მისის აღმატებულობისა.მადლი არის კრებული იმა კეთილთა,რომელიც შეადგენს ზნეობურს განძს როგორც თვითეულ ადამიანისა,ისეც მთელი ერისას,და ეს განძია იგი კლდე,რომელზედაც შენდება ციხე-სიმაგრე ერის ცხოვრებისა,ერის აწმყოსი,ერის მერმისისა”. (ავტორი გენია.ჯი)