წმინდა ალექსი ბერი – ” გოდება ხორცისა მდაბიოთათვის “
ხორცმა რა მიყო ვაიმე: სულიც კი მომაძულაო,
ამაო სიბილწისათვის მარადის მომაწყურაო,
შავი ბოროტი მაყვარა,ანგელოზთ მომამდურაო,
ბოლოს მარცხვინა კრებაში, სუდარაც დამახურაო.
***
ხორცმა რა მიყო ვაიმე: პირველად მომეფერაო
ოდეს იძლია ცოდვითა,არცა რა დამიჯერაო
სული ნათლისა განაგდო,სრულიად დაემტვერაო
ბოლოს მარცხვინა,კუბოცა თავზედა დამახურაო.
***
ხორცმა რა მიყო ვაიმე: ნდომითა გამახურაო,
გემოთ სურვილი ჩამაცვა,შემკრა და შემაჭურვაო,
ბილწი ნაღველი მიმზადა,უფლებით ჩამაწურაო,
ბოლოს მარცხვინა საწყალი,მატლებიც დამაცურაო.
***
ხორცმა რა მიყო ვაიმე: შუა ზღვაში შემაცურაო,
ღელვა ატეხა ფიცხელი,ჰაერსაც არ მაყურაო,
მლაშე წყალითა მახრჩობდა,ცვარიცა არ მასხურაო,
ბოლოს მარცხვინა აყროლდა,ოჯახმაც მომიძულაო.
***
ხორცმა რა მიყო ვაიმე: იმძლავრა სახის მშვენითა,
შური-მტერობით მამყოფა,ურთიერთისა კბენითა,
აღთქმა მავიწყა ნათლისა,ცოდვას მაჩვია ფრენითა,
ბოლოს მარცხვინა საფლავში,მარტო დამტოვა ბნელითა.