ფელიქს ნადარი – “ფოტომემატიანე”
ფრანგი ფოტოგრაფი - ფელიქს ნადარი (1820-1919 წლები),დღემდე მიჩნეულია მსოფლიოს ერთ-ერთ უდიდეს ფოტოგრაფად.პირველი ფოტოების გადაღება 1853 წელს დაიწყო პარიზში.ერთ დღეს,ცნობილმა ფრანგმა მხატვარმა და მისმა მეგობარმა – ჟან ოგიუსტ დომინიკ ენგრმა,ნადარს სთხოვა ყველა იმ ადამიანისათვის გადაეღო ფოტო,რომლებიც საყოველთაოდ სახელგანთქმული პიროვნებები გახლდნენ.მეგობრის თხოვნა ფელიქსმა სისრულეში მოიყვანა,რის შედეგადაც შეიქმნა კიდეც მთელი გალერეა გენიოსთა დიდებული პლეადისა.ენგრის,აღნიშნული თხოვნის მიზანი გახლდათ ის,რომ ფელიქსის მიერ გადაღებული ფოტოების მიხედვით,თავად შეექმნა მათი პორტრეტები.შესაბამისად,მას ამისათვის ცოცხალი ნატურები აღარ დასჭირდებოდა. (ავტორი გენია.ჯი) მას შემდეგ რაც ფელიქსმა გადაიღო,იმ პეროიოდის ყველა ცნობილი ადამიანის ფოტო,იმთავითვე იქცა იგი – “ფოტომემატიანედ”.სწორედ ნადარის დამსახურება გახლავთ ის,რომ კაცობრიობას შემორჩა ისეთი გენიოსების მთელი გალერეა,როგორებიც იყვნენ – სარა ბერნარი,შარლ ბოდლერი,გუსტავ კურბე,ერნესტ შეკლტორნი,ეჟენ დელაკრუა,ალექსანდრე დიუმა,ჟიულ ფავრი,გუსტავ დორე,ფერენც ლისტი,ჟიულ ვერნი,ჯუზეპე გარიბალდი,გუსტავ ეიფელი,ემილ ზოლა,ჯაკომო როსინი,ოგიუსტ როდენი და სხვები.აღსანიშნავია,ისიც რომ ფელიქს ნადარმა გადაიღო,ისტორიაში პირველი აერო-ფოტო მაშინ,როდესაც 1858 წელს,საჰაერო ბურთიდან გადაუღო სურათი პარიზს.მხატვართა ერთი ნაწილი,მას დღემდე -” ფოტოგრაფიის ტიციანადაც” კი მოიხსენიებდნენ. (ავტორი გენია.ჯი)
ჟორჟ სანდი
სარა ბერნარი
ალექსანდრე დიუმა
ფერენც ლისტი
ეჟენ დელაკრუა
პოლ დე გუსტავ დორე
ანდრე გუსტავ ეიფელი
ჯოაკინო როსინი
ოგიუსტ როდენი