ლაგოა-დუ-ფოგუ – (ცეცხლოვანი ტბა)
ლაგოა-დუ-ფოგუს ტბა” - რომელსაც ასევე მოიხსენიებენ,როგორც “ცეცხლოვანი ტბა”,მდებარეობს სან-მიგელის კუნძულზე (აზორის არქიპელაგთა ჯგუფი,ატლანტის ოკეანე).ტერიტორიულად,აღნიშნული ტბა ეკუთვნის პორტუგალიის სახელმწიფოს.აუზის საერთო ფართობი 13 600 კვადრატული კილომეტრს შეადგენს.ლაგოა-დუ-ფოგუს ტბა განთავსებულია ზღვის დონიდან 947 მეტრ სიმაღლეზე ჩამქრალი ვულკანის ყელში. (ავტორი გენია.ჯი) იგი,როგორც ტბა,ჩამოყალიბებულ იქნა 15 000 წლის წინათ.ფორმირებულია ვულკანურ მასივ – აგუა დე პაუში.მაქსიმალური სიღრმე ტბისა 30 მეტრია.სიგრძე 7 კილომეტრი,ხოლო სიგანე 4 კილომეტრი.ტბის ჩრდილოეთ-დასავლეთით მდებარეობს გეიზერების ცხელი წყაროები.ლაგოა-დუ-ფოგუს ტბის მიდამოები ულამაზესი ლანდშაფტითა და ქვაბულებით გამოირჩევა,რის გამოც იგი,ტურისტებისათვის ერთ-ერთ საყვარელ ადგილს წარმოადგენს. (ავტორი გენია.ჯი)