“ნიდერლანდების ოპერაცია” – (ეპიზოდი)
1794-1795 წლებში - “ნიდერლანდების ოპერაციად” წოდებული მოვლენების დროს,ინგლისელთა 25,000-ანი საექსპედიციო არმია,ნიდერლანდელთა მხარდასაჭერად,გემების საშუალებით გადავიდა ამ ქვეყანაში.მალევე,ნიდერლანდელთა და ინგლისელთა კოალიციური (მოკავშირეთა) არმია სასტიკად დამარცხდა ფრანგებთან ბრძოლაში (ეს ის პერიოდია,როდესაც საფრანგეთში ლუდოვიკო XVI სიკვდილით დასაჯეს,რა დროსაც საფრანგეთმა ომი გამოუცხადა ინგლისსა და ნიდერლანდებს). (ავტორი გენია.ჯი) ინგლისელებმა ბრძოლაში 19 000 მებრძოლი დაჰკარგა და მხოლოდ 6000-მდე მებრძოლმა მიაღწია თავიანთ გემებამდე მშვიდობიანად,რის შემდეგაც შერცხვენილები დაუბრუნდნენ ტავიანთ ქვეყანას.აღნიშნული,სამხედრო-ექსპედიციის სულის ჩამდგმელი გახლდათ იორკის ჰერცოგი – ფრედერიკი,რომელიც ამ საქმისათვის სრულიად არაკომპეტენტური პიროვნება იყო.სასტიკი მარცხის შემდეგ,(სადაც ინგლისელმა ოფიცრებმა საოცარი უნიათობა გამოამჟღავნეს),მოკავშირეთა არმიის გენერალმა – ვალმოდენ ჰანოვერელმა,იორკის ჰერცოგს ფრედერიკს ირონიული შინაარშის მქონე წერილი აახლა რომლის ბოლო ნაწილშიც ეწერა:
“სანერვიულო არაფერი გაქვთ,რადგან თქვენი ოფიცრები,მათი კარეტები და ავლა-დიდება,ჩვენს ხელთ ბევრად უსაფრთხოდაა.ერთადრერთი სამწუხარო ის გახლავთ,რომ დაიღუპნენ მხოლოდ რიგითი ინგლისელი ჯარისკაცები და არც ერთი ინგლისელი ოფიცერი”. (ავტორი გენია.ჯი)