ჟან ლანის შესახებ…
ჟან ლანი (1769-1809 წლები) – საფრანგეთის იმპერატორის – ნაპოლეონ ბონაპარტის ერთ-ერთი უსაყვარლესი მარშალი გახლდათ ფრანგული არმიისა. იგი იყო ის პიროვნება, რომელმაც ორჯერ იხსნა გარდაუვალი დაღუპვისაგან ნაპოლეონი იტალიის კამპანიის დროს 1796-1797 წლებში. (ავტორი გენია.ჯი) გენერლის ჩინი ნაპოლეონისაგან ეგვიპტეში, პირამიდებთან გამართული ბრძოლის შემდეგ 1798 წელს მიიღო. ხოლო მარშალის წოდება კი მიენიჭა 1804 წლის 19 მაისს. ერთ-ერთი ბრძოლის დაწყების წინ ჟან ლანიმ ჯარისკაცებს შესძახა:
„ – ჰუსარი (ჯარისკაცი), რომელიც 30 წლამდე ასაკში მოკლული არ არის, ის ჰუსარი კი არა,უვარგისი სამხედრო მოსამსახურეა”.
აღსანიშნავია, რომ ამ სიტყვების წარმოთქმის დროს, თავად ჟანი 34 წლის გახლდათ. თუმცა სულ რაღაც ორიოდე წელიწადში თავადაც „ესლინგთან ბრძოლაში” (1809 წელს) სასიკვდილოდ დაიჭრა. მის მიერ ნაპოლეონისათვის ნათქვამი უკანასკნელი სიტყვები იყო:
„ – იცოცხლეთ და გადაარჩინეთ არმია!”
თავად ნაპოლეონ ბონაპარტი კი ჟან ლანის შესახებ წერდა:
„მე მას პირველად შევხვდი, როგორც ჯუჯას, თუმცა დავკარგე, როგორც – გოლიათი. იგი გამოირჩეოდა განსაკუთრებული სიმამაცით. ყოველთვის ინარჩუნებდა სიმშვიდეს ცეცხლის რკალშიც კი. მას გააჩნდა ზუსტი თვალთახედვა და არასოდეს გამოუყენებია შემთხვევა ბრძოლის ველიდან გაქცეულიყო”.
ჟან ლანი ერთადერთი მარშალი გახლდათ საფრანგეთის არმიისა, რომელსაც ნაპოლეონისათვის შეეძლო მიემართა – „შენობით”. (ავტორი გენია.ჯი)