იცით თუ არა,რომ
1. ნაპოლეონ ბონაპარტი საკუთარ თავს “ბედნიერების ქმარს” ეძახდა,ხოლო ძალაუფლებას კი “მის საყვარელს”.
2. შვედეთის მეფემ და საფრანგეთის არმიის მარშალმა – ჟან ბაპტისტ ჟიულ ბერნადოტმა,ცოლად შეირთო ნაპოლეონ ბონაპარდეს ყოფილი საყვარელი,ულამაზესი ქალი – დეზირე კლარი.აღსანიშნავია,რომ მისი მეუღლე შეუხედავი პიროვნება იყო ფიზიკურად და ამის გამო როდესაც დეზირეს ჰკითხეს თუ რატომ გაჰყვა იგი ცოლად მას,პასუხი ასეთი მიიღეს:”იმიტომ,რომ ის იყო ერთადერთი ჯარისკაცი,რომელსაც შეეძლო წინ აღსდგომოდა ნაპოლეონ ბონაპარდეს”.
3. შვეიცარიელი გვარდიელები უკვე შვიდი საუკუნეა,ერთგულად ემსახურებიან რომის პაპს.
4. შუასაუკუნეების რაინდული წესით,რაინდებს არ შეეძლოთ დამარცხებული მოწინააღმდეგისათვის ხელით შეხება.ასევე არ შეეძლოთ,როგორი მტერიც არ უნდა ჰყოლოდათ და როგორი დანაშაულიც არ უნდა ჰქონოდა მის წინაშე ჩადენილი,მისი მტრის მხრიდან პატიების შემთხვევაში (თუნდაც ფარისევლური),აუცილებლად უნდა ეპატიებინათ ჩადენილი დანაშაული და მათ ერთგვარი დევიზიც კი ჰქონდათ:”კეთილშობილური მდგომარეობა გავალდებულებს”. (ავტორი გენია.ჯი)
5. ლუდოვიკო XIV-ეს სასახლის კარზე – მარაო სამეფო ბალებისა თუ სხვა საზეიმო ცერემონიების ერთგვარი აუცილებელი ატრიბუტი იყო.აღსანიშნავია,რომ სანამ დედოფალი იმ დარბაზში არ შევიდოდა,სადაც შეკრებილი იყვნენ დიდგვაროვნები,არავის ჰქონდა უფლება მარაო გაეშალა.ეს მხოლოდ დედოფლის შემოსვლის შემდეგ იყო შესაძლებელი.აქვე საინტერესოა ისიც,რომ გოგონებს (დიდგვაროვანთა შვილებს) იმ პერიოდის საფრანგეთში ბავშვობიდანვე სხვა ხელოვნებასთან ერთად სპეციალურად ასწავლიდნენ მისი მოხმარების წესებს.
6. კონფუცი წერდა: 60 წლის ასაკში ვისწავლე გამერჩია,სიმართლე სიცრუისაგან. (ავტორი გენია.ჯი)
7. სალვადორ დალის მიერ დაწერილ წიგნში – ერთი გენიოსის დღიური,წერს:მე ვუძღვნი ამ წიგნს,ჩემს გენიას,ჩემს დამმარცხებელ ღვთაებას გალას,ჩემს ელენე ტრიანსკაია,ჩემს წმინდა ელენეს,ჩემს ბრწყინვალებას,როგორც ზღვის ზედაპირს – უშფოთველ გალას.
8. გენიალური უილიამ შექსპირის სურათი,მხოლოდ მისი სიკვდილის შემდეგ იქნა ცნობილი საზოგადოებისთვის.სულ მისი ერთი პორტრეტი იქნა დახატული,რომელიც 1623 წლით თარიღდება და ამშვენებდა უილიამ შექსპირის პიესების კრებულს – პირველ ფოლიოს,რომელიც შეადგინეს ჯონ ჰემინგონმა და ჰენრი კონდელმა.მეორე მისი გამოსახულება კი მის საფლავზე დადგმული ბიუსტია,წმინდა სამების ტაძარში (სტრედფორდში).
9. გლიპტოტეკა – ერთად შეკრებილი სკულპტურების საცავია.
10. გინესის რეკორდების წიგნი 1955 წლიდან სისტემატიურად ყოველ წელს გამოიცემა.თუმცა მხოლოდ ორ წელიწადს არ გამოცემულა 1957-1959 წლებში.