“ელორა” – (ქვაში ნაკვეთი სატაძრო კომპლექსი)
ინდოეთის შტატში – მაჰარაშტრაში,მდებარეობს კლდეში ნაკვეთი,უნიკალური ბუდისტური სატაძრო კომპლექსი,რომელიც ნამდვილი კულტურული განძია არა მარტო ინდოეთისა,არამედ,ზოგადად,კაცობრიობისაც კი.ამ შესანიშნავ კომპლექსს მოიხსენიებენ,როგორც – “ელორა”.იგი მდებარეობს კაილასას მთაზე.მთის უმაღლეს ადგილზე კი აგებულია – კაილასანატხას ბუდისტური ტაძარი.ინდუისტური წარმოდგენის მიხედვით,აღნიშნული ტაძარი წარმოადგენს იმ უმაღლეს ადგილს დედამიწაზე,სადაც ცხოვრობს,ბუდისტების ერთ-ერთი უმთავრესი ღვთაება – შივა.ტაძარში აღმოჩენილ იქნა საიდუმლო ადგილი,სადაც წარმოდგენილ სპილენძის დაფაზე ეწერა: “როგორ შემეძლო მე ეს შემექმნა ჯადოქრობის გარეშე?!” (ავტორი გენია.ჯი) და მართლაც,ვინც კი ამ უნიკალურ ნაგებობას ნახავს,დარწმუნდება კიდეც ამაში.სატაძრო კომპლექსის სიახლოვეს განლაგებული გამოქვაბულები,არქეოლოგთა განცხადებით 6-9 ათასი წლის წინათ ხელოვნური გზით არის შექმნილი.ელორის ტაძრის კომპლექსის დამუშავებული ფასადი მართლაც,რომ საოცარი ნახელავია.სწორედ ამიტომაცაა იგი მიჩნეული მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლად.რაც შეეხება ელეორას უმაღლეს მწვერვალზე განლაგებულ – კაილასანატხას ტაძარს,აგებულ იქნა რაჯა – რაშთრაკუტის ბრძანების თანახმად.ტაძრის სიმარლე 30 მეტრია,სიგრძე 61 მეტრი,ხოლო სიგანე 33 მეტრი.სხვა უფრო შედარებით პატარა ტაძრები,მთავარი ტაძრის ქვემოთ არიან განლაგებული და ერთ საერთო კომპლექს ჰქმნიან.როგორც ცნობილია “ელორას” სატაძრო კომპლექსის აშენების დროს დამუსავებულ იქნა 400,000 ტონა ქვის ქანი,რაც დამეთანხმებით,რომ კოლოსალური სამუშაოა. (ავტორი გენია.ჯი)