“Codex Capodilista”
“Codex Capodilista” - წარმოადგენს ხელნაწერ დოკუმენტს,რომელიც დაიწერა 1435 წელს შვეიცარიის ქალაქ ბაზელში.მის ავტორად მიჩნეულია ვენეციელი – ჯოვანი ფრანჩესკო კაპოდილისტა,რომლის სახელსაც ატარებს კიდეც აღნიშნული ხელნაწერი.“Codex Capodilista” გახლავთ იმ პერიოდის დოკუმენტი,როდესაც ბაზელში შეიკრიბნენ რომის პაპი ურბან V და საღვთო რომის იმპერატორი სიგიზმუნდ Iლუქსემბურგი.მიზანი მათი შეკრებისა გახლდათ განეხილათ კათოლიკური ეკლესიის წიაღში მიმდინარე რეფორმები და საერთაშორისო პოლიტიკური მდგომარეობა. (ავტორი გენია.ჯი) ცნობილია რომ სიგიზმუნდ I და რომის კათოლიკური ეკლესია,”ჰუსიტური მოძრაობის” წინააღმდეგ გაერთანებული ძალებით იბრძოდნენ.სწორედ ამ შეხვედრაზე იმყოფებოდა Codex Capodilista -ს ავტორი,როგორც იურისტი და ელჩი,იმ ვენეციის რესპუბლიკისა,რომელიც 1431 წლამდე საღვთო რომის იმპერიაის შემადგენლობაში ირიცხებოდა.სულ ხელნაწერში 26 პიროვნების ბიოგრაფიაა.მასში აღწერილნი არიან ყველაზე ძლიერი რაინდები,ექიმები,სასულიერო პირები კაპოდილისტას გვარისა,დაწყებული VIII საუკუნიდან,დამთავრებული XV საუკუნემდე.აღსანიშნავია ის ფაქტიც,რომ აღნიშნულ ხელნაწერში,ბაზელის მოლაპარაკებების აბსოლუტურად ყველა მონაწილე გამოსახული ჰყავს ცხენზე ამხედრებული რაინდების სახით.მიზეზი კი იმისა,თუ რატომ გამოსახა ჯოვანიმ,საერო და სასულიერო პირები როგორც რაინდები,დღემდე უცნობია. (ავტორი ენია.ჯი)