“ოიბარა”

“ოიბარა” - რომელსაც ასევე მოიხსენიებენ,როგორც – “ცუიფუკუ”,იაპონურ ენაზე სიტყვა-სიტყვით აღნიშნავს – “თვითმკვლელობა კვალდაკვალ”.იგი წარმოადგენდა იაპონურ ტრადიციულ კულტურაში “ჰარაკირს” იმ ადამიანისა,რომელსაც გარდაეცვალა თავისი ბატონი (ანუ ესა თუ ის ადამიანი თავისი ბატონის გარდაცვალების კვალდაკვალ,ატარებდა სეიპუკუს რიტუალურ თვითმკვლელობას). (ავტორი გენია.ჯი) ძველი ეპოქების იაპონიაში,რომელიმე გავლენიანი იაპონელი ფეოდალის გარდაცვალების შემთხვევაში,სიცოცხლეს თვითმკვლელობით ასრულებდნენ მისი უახლოესი და ნდობით აღჭურვილი მოსამსახურეები.აღსანიშნავია ის გარემოებაც,რომ გარდაცვლილი ფეოდალის დაკრძალვის დროს,მას სამარეში ატანდნენ უამრავ ფუფუნების საგანს და ამასთანავე მის გვერდით კრძალავდნენ ყველა იმ მოსამსახურეს,რომელთაც სიცოცხლე,თავიანთი ბატონის გარდაცვალების შემდგომ სუიციდით დაასრულეს.მოგვიანებით ასეთი სახის დაკრძალვის ცერემონიას იაპონიაში – “ძიუნსი” ეწოდა. (ავტორი გენია.ჯი)