“კონგის ჯვარი”
“კონგის ჯვარი” - ირლანდიელთა ერთ-ერთ უდიდეს კულტურულ და რელიგიურ განძადაა მიჩნეული.იგი დამზადებულ იქნა ირლანდიის მეფის – ტურლოჰ ო’ კონორის (1088-1156 წლები),ბრძანებით 1123 წელს.მიზეზი ჯვრის დამზადებისა გახლდათ,ის რომ მასში მეფეს სურდა მოეთავსებინა უწმინდესი რელიქვია ქრისტიანული სარწმუნოებისა – “უფლის ჯვრის” ის ფრაგმენტი,რომელზეც აცვეს უფალი ჩვენი იესო ქრისტე.ძველი ირლანდიური წყაროების გადმოცემის მიხედვით,პატარა ნაწილი აღნიშნული ჯვრისა,რომიდან იქნა ირლანდიაში ჩატანილი და ინახებოდა როსკომონის საგრაფოში.ზემოთ მოყვანილ მიზეზის გამო,”კონგის ჯვარის” შექმნაში,მონაწილეობა მიიღო იმ პერიოდის საუკეტესო ირლანდიელმა იუველირებმა.იგი დამზადებულ იქნა IX-XII საუკუნეების მხატვრული (კელტური,სკანდინავიური) ტრადიციების მიხედვით. (ავტორი გენია.ჯი) “კონგის ჯვარი” ურთულესი ორნამენტებით და ძვირფასი მეტალებით დამზადდა.მასში გამოყენებულია ოქროსა და ვერცხლის ძვირფასი ლითონები.ირლანდიელთა უწმინდესი რელიქვია,გამოიყენებოდა რელიგიური პროცესიების დროს.ირლანდიელთა მეფემ – ო’კონორმა ჯვარი შესწირა წმინდა მარიამის სახელობის ტაძარს,თუმცა მოგვიანებით გადააბრძანეს პატარა ქალაქ კონგში (რომლის სახელითაც არის დღეს იგი ცნობილი) მდებარე მამათა მონასტერში.აღნიშნულ მამათა მონასტერში,ის ასწლეულების მანძილზე იყო დავანებული.თუმცა 2010 წლის 31 მარტიდან,ირლანდიელთა უდიდესი სიწმინდე – “კონგის ჯვარი”,ირლანდიის ქალაქ ტორლის ეროვნულ მუზოუმშია დაცული. (ავტორი გენია.ჯი)