ჯუზეპე არჩიმბოლდო

ჯუზეპე არჩიმბოლდო - დაიბადა 1527 წელს იტალიის ულამაზეს ქალაქ მილანში.იგი გახლდათ ერთ-ერთი უდიდესი იტალიელი მხატვარი და დეკორატორი.არჩიმბოლდოს ბაბუა,არქიეპისკოპოსი გახლდათ,ხოლო მამა მხატვარი.კარიერა მილანის საკათედრო ტაძარში დაიწყო,სადაც ყვავილების ვიტრაჟებს და წმინდანთა ცხოვრების გამომხატველ ფრესკებს ხატავდა.რთულია იმის თქმა თუ ვისთან შეისწავლა ამ გენიოსმა მხატვრობა,თუმცა მისმა ხელოვნებამ  დიდი დაინტერესება ჰპოვა,არა მარტო იტალიაში,არამედ ევროპაშიც და რამდენიმე ხნის მანძილზე პრაღაში მოღვაწეობდა,სადაც დეკორატორად და სადღესასწაულო წარმოდგენების დამდგმელად მუშაობდა.იმსახურა ჰაბსბურგების,ბოჰემიისა და ავსტრიის სამეფო კარზე 1562-1587 წლებში.ავსტრიაში ფერდინანდ I-ის კარზე იგი პორტრეტებზე მუშაობდა,ხოლო რომის საღვთო იმპერიის ტახტზე მაქსიმილიან II-ის ასვლის (1564 წელს) შემდეგ იგი მიწვეულ იქნა,როგორც საიმპერატორო კარის მხატვარი.მას მეგობრები ახასიათებდნენ,როგორც უნივერსალური ერუდიციის მქონე გენიოსს.მისი ტალანტით ყველა იხიბლებოდა და დიდ პატივსაც მიაგებდნენ მას.იგი არა მარტო ხატვის ნიჭით,არამედ შესანიშნავი ორგანიზატორული თვისებებითაც გახლდა დაჯილდოებული. (ავტორი გენია.ჯი) მას ანდობდნენ ისეთი ღონისძიებების გამართვას,როგორიც იყო – თამაშები,კორონაციები,პროცესიები და სხვა.იგი აგებდა პასუხს იმპერატორის წინაშე არქიტექტურული და სხვა თეატრალურ-მხატვრული ღირებულებების შექმნაზე.ჯუზეპე ასევე აგებდა ფანტანებს ხელოვნების მუზეუმებ და საკმაოდ კარგი ინჟინრული თვისებებითაც გამოირჩეოდა.იმპერატორ მაქსიმილიან II-ის ხელშეწყობით შექმნა მისი საუკეთესო სურატების სერია – წელიწადის დროები,რომელიც იმპერატორს 1569 წლის ახალ წელს წარუდგინეს.მისმა ამ ნამუშევრებმა უდიდესი მოწონება დაიმსახურა არა მარტო იმპერატორისთვი,არამედ ყველა ხელოვანისათვის.1570 წელს იგი გაგზავნილ იქნა პრაღაში რუდოლფთან (იმპერატორ მაქსიმილიანის შვილთან),რომელთანაც იგი რჩება კიდეც მისი ტახტზე ასვლის შემდეგ (რუდოლფო II).ახალ იმპერატორს ძალიან უყვარდა იგი და მისი თხოვნით მეორე სერია დახატა 1573 წელს,გენიალური ნამუშევრებისა – წელიწადის დროები.ჯუზეპეს დაჟინებული თხოვნის შედეგად,იმპერატორმა დართო ნება წასულიყო მშობლიურ მილანში 1587 წელს.1591 წელს დახათა,მისი ცნობილი ნამუშევარი – ფლორა,რომელიც იმპერატორს გაუგზავნა პრაღაში.1593 წლის 11 ივლისს კი ჯუზეპე არჩიმბოლდო გარდაიცვალა.მისი ტილოები კი დღესაც ამშვენებენ მსოფლიოს საუკეთესო მუზეუმებს. (ავტორი გენია.ჯი)