მარია კალასის შესახებ…
ვირტუოზი ბერძენი საოპერო მომღერალი - მარია ანა სოფია სესილია კალოგეროპულოსი,რომელიც მსოფლიოსათვის უფრო ცნობილია,როგორც - მარია კალასი (1923-1977 წლები),საოპერო სამყაროში რევოლუციის მომდენად არის აღიარებული.თუმცა სანამ იგი კარიერის პიკზე ავიდოდა,ბევრი პრობლემების გადალახვამაც მოუწია.მისი პირველი საოპერო დებიუტი 1941 წელს 19 წლის ასაკში შედგა,ოპერა – ტოსკაში.აღნიშნულ ოპერაში პარტიის შესრულებისათვის,მარიას ჰონორარის სახით მხოლოდ 65 დოლარი გადაუხადეს.1947 წელს კი იგი (ორივე მხრიდან მშობლების წინააღმდეგობის მიუხედავად),ცოლად მიჰყვება 104 კილოგრამი წონის,30 წლით უფროსი ასაკის მქონე იტალიელ მილიონერს – ჯოვანი ბატისტა მანეგინის. (ავტორი გენია.ჯი) თუმცა ზემოტ მოყვანილ პრობლემებსა და ფაქტებს,მათი ქორწინებისათვის ხელი არ შეუშლია.აღსანისნავია ის გარემოება,რომ სწორედ ეს ქორწინება იქცა მისთვის “ტრამპლინად” მსოფლიო საოპერო ხელოვნებაში.ჯოვანიმ ყველაფერი გააკეთი იმისათვის,რომ მარიას კარიერული წარმატებისათვის მიეღწია,რაც განახორციელა კიდეც.იგი არ ზოგავდა არანაირ თანხებს მარიას წარმატებების მისაღწევად.ამკობდა უძვირფასესი სამკაულებით,მოსავდა იმ დროინდელი მოდის საუკეთესო ტანისამოსით,სპეციალურად დაუქირავა მანერების დამხვეწი სპეციალისტები და სხვა.აუკრძალა ბავშვის გაჩენა,რადგან ამას შეიძლებოდა მისი ხმის ტემბრის და შესაბამისად კარიერის დასრულებაც მოჰყოლოდა.1950 წელს – მარია კალასი მსოფლიოს უდიდეს სცენაზე – “ლა სკალაზე” გაიყვანა,დანარჩენი კი უკვე მარიაზე იყო დამოკიდებული,რომელმაც მეურლეს იმედები არ გაუცრუა და მალევე მსოფლიო თავისი განუმეორებელი ხმით მოაჯადოვა. (ავტორი გენია.ჯი)