რა წვლილი მიუძღოდა უინსტონ ჩერჩილს – “ტიტანიკის” ტრაგედიაში?

ბრიტანული გაზეთის – The Sun-ის 2012 წლის 26 მარტის ნომერში დაიბეჭდა,ცნობილი ინგლისელი ჟურნალისტის – რობერტ სტრენჯის სტატია,საიდანაც ვგებულობთ,რომ ყველაზე გახმაურებული ტრაგედია მსოფლიო ისტორიაში – “ტიტანიკის” დაძირვა,დიდი ბრიტანეთის ლეგენდარული პრემიერ-მინისტრის – უინსტონ ჩერჩილის “სინდისზე” ყოფილა.რაღა თქმა უნდა,ჟურნალისტი სტატიაში არ გულისხმობს,ჩერჩილის მეორე მსოფლიო ომის პერიოდის მოღვაწეობას.იგი უფრო ადრეულ პერიოდზე ამახვილებს ყურადღებას. (ავტორი გენია.ჯი) იმ დროს როდესაც “ტიტანიკის” პროექტირება და აგება მიმდინარეობდა,ჩერჩილს მრეწველობისა და ვაჭრობის მინისტრის პოსტი ეკავა,ხოლო ამ უდიდესი გემის დაღუპვის დროს პირველი ლორდი იყო ადმირალთა შორის.შესაბამისად უინსტონი გახლდათ პასუხისმგებელი ყველა ახლად აგებული გემების უსაფრთხოებაზე. (ავტორი გენია.ჯი) სტრენიჯის სტატიის მიხედვით,ჩერჩილი ან სრულიად გაუთვითცნობიერებელი იყო ისეთ საკითხებში,რასაც ეს სფერო ეხებოდა,ან კიდევ თავის ამბიციებსა და პოლიტიკურ კარიერას შესწირა “ტიტანიკი”.აღსანიშნავია ის ფაქტიც,რომ უინსტონი იყო ის უმთავრესი პასუხისმგებელი პიროვნება,რომელსაც ევალა ტიტანიკის მშენებლობაზე კურატორობა.გემის აგებაზე კონტროლი,უინსტონმა დაავალა არც თუ ისე დიდი ცოდნის მქონე ინჟინერს – ფრენსის კარაზერს,რომელსაც ძალიან მცირე (მიზერულ) თანხას უხდიდა ხელფასის სახით ჩერჩილის დაქვემდებარებაში მყოფი სამინისტრო.უინსტონისათვის ისიც ცნობილი იყო,რომ “ტიტანიკზე” საკმარისი დამხმარე ნავები (კატასტროფის შემთხვევაში),არ იყო.თუმცა მას არანაირი ზომები არ მიუღია ამ პრობლემის აღმოსაფხვრელად.როგორც სტატიის ავტორი ირწმუნება,მის მიერ წლების განმავლობაში შესწავლილ იქნა მთელი რიგი არქივებისა,რის შემდეგაც დადო დასკვნა: “ტიტანიკის” უზარმაზარი გემის აგება,იმ პერიოდის დიდი ბრიტანეთის ვაჭრობისა და მრეწველობის მინისტრისათვის (უინსტონ ჩერჩილი) უდიდესი ტრამპლინი გახლდათ პოლიტიკური კარიერისა.მიუხედავად გემზე არსებული უამრავი ხარვეზისა,იგი მაინც აუცილებლად უნდა გასულიყო ზღვებსა და ოკეანეებში,არა მარტო როგორც სიმბოლო ბრიტანეთის ძლიერებისა,არამედ თავად უინსტონ ჩერჩილის კარიერული წინსვლისაც”.

აღნიშნული სტატიის გამოქვეყნებამ დიდი რეზონანსი გამოიწვია საზოგადოებაში.კრიტიკოსებმა,სტატიის ავტორი სიცრუეში დაადანაშაულეს და განაცხადეს,რომ – “ტიტანიკის აგების გადაწყვეტილება მიღებულ იქნა ჯერ კიდევ ჩერჩილის მინისტრის თანამდებობაზე დანიშვნამდე,1907 წლის შუა ნახევარში. (ავტორი გენია.ჯი) უინსტონმა პოსტი დაიკავა 1908 წლის 12 აპრილს და სამინისტროს განაგებდა 1910 წლის 18 თებერვლამდე.პროექტი,ლაინერის აგებისა დამტკიცებულ იქნა 1907 წლის ბოლოსა და 1908 წლის დასაწყისში.ასე,რომ უინსტონს ამ პროექტის დაგეგმვაში,არანაირი გადამწყვეტი როლის თამაში არ შეეძლო.”ტიტანიკის” მშენებლობა დაიწყო 1909 წელს.აღსანიშნავია ისიც,რომ “ტიტანიკის” მთელი ციკლის მშენებლობაზე,ჩერჩილი პასუხს მაინც ვერანაირად ვერ აგებდა,რადგან 15 თვით ადრე,ტიტანიკის სრულ აგებამდე,მან თანამდებობა დატოვა.ამ მიზეზთა გამო,ჩერჩილის აღნიშნულ საკითხში დადანაშაულება სრულიად არამართებული გახლდათ.მიუხედავად ასეთი მტკიცებულებებისა – რობერტ სტრენჯი “ტიტანიკის” არასაიმედოდ აგებაზე,სრულ პასუხისმგებლობას მაინც უინსტონ ჩერჩილს აკისრებს და მის დაღუპვას მისსავე ამბიციებს უკავშირებს.ჟურნალისტისვე აზრით,უინსტონ ჩერჩილმა სათანადო ყურადღება არ მიაქცია ლაინერის ტექნიკურ მახასიათებლებს და მის ხარვეზებს.როგორც სტრენჯი აცხადებს,იგი ამ საკითხზე კვლევებს კვლავაც განაგრძობს და მალე,თავის მიერ მოპოვებულ ფაქტებს,კიდევ უფრო რეალური ფაქტებით გაამყარებს.ფაქტი კი ფაქტად რჩება,”ტიტანიკის” დაძირვა,კაცობრიობის ისტორიაში ერთ-ერთი უდიდესი ტრაგედიაა. 1912 წლის 15 აპრილს,”ტიტანიკის” დაძირვას,გემბანზზე მყოფი 2 224 ადამიანიდან,1513 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.გადარჩენით კი მხოლოდ 711 ადამიანის გადარჩენა მოხერხდა. (ავტორი გენია.ჯი)