აგესანდრე როდოსელი – “ლაოკოონი და მისი ვაჟები”
“ლაოკოონი და მისი ვაჟები” - ინგლისურ ენაზე “Laocoon and His Sons”,წარმოადგენს მარმარილოსაგან,გენიალურად დამზადებულ სკულპტურული ჯგუფის ქანდაკებას (ჩვ.წ.აღ-მდე I საუკუნეში) და მისი ავტორები გახლდნენ,უდიდესი ძველბერძენი მოქანდაკე - აგესანდრე როდოსელი (ჩვ.წ.აღ-მდე II-I საუკუნეები) და მისი ვაჟები – პოლიდორე და ათინოდორე.აღნიშნული ქანდაკება გახლავთ ასლი,ჩვ.წ.აღ-მდე 200 წელს პერგამონში (ანტიკური ქალაქი მცირე აზიის სანაპიროზე,ისტორიულ მიზიაში) დამზადებული ბრინჯაოს ქანდაკებისა,რომელსაც ჩვენამდე არ მოუღწევია.ქანდაკების სიუჟეტი ასახავს,ბერძნული მითოლოგიის მიხედვით,ტროას აპოლონის ქურუმის – ლაოკოონისა და მისი ვაჟების სასიკვდილო ორთაბრძოლას უზარმაზარ გველებთან.რომაული ასლი ქანდაკებისა აღმოჩენილ იქნა 1506 წლის 14 იანვარს,ფელის დე ფრედისის მიერ “ნერონის ოქროს სასახლის” ტერიტორიაზე,მიწაში ღრმად ჩამარხული.მაშინ,როდესაც რომის პაპმა იულიუს II-მ გაიგო აღმოჩენის შესახებ,სასწრაფოდ გაგზავნა ადგილზე ისეთი გენიალური ხელოვანები,როგორებიც იყვნენ – მიქელანჯელო ბუონაროტი და დიდებული არქიტექტორი – ჯულიანო და სანგალო.მას შემდეგ,რაც სანგალომ იხილა ქანდაკება,განაცხადა: “ეს არის სწორედ ის ლაოკოონი,რომელიც მოხსენიებული ჰყავს – პლინიუსს (უფროსს)”.როგორც ჯულიანო და (ავტორი გენია.ჯი) სანგალო ვარაუდობდა,ქანდაკება დამზადებულ იყო ორი მარმალილოს ნაჭრისაგან,ხოლო მიქელანჯელო ირწმუნებოდა,რომ მთელი კომპოზიცია ერთი მარმარილოს ნაჭერისაგან იყო დამზადებული.1506 წლის მარტში ქანდაკება წარუდგინეს რომის პაპს და მალევე გადატანილ იქნა ვატიკანის ბელვედერეს სასახლეში,რა დროსაც გაიცა ბრძანება,რომ სპეციალურად ამ ქანდაკებისათვის დამზადებულიყო ნიშა,სადაც მას განათავსებდნენ.აღნიშნული დავალება კი შესრულებულ იქნა ჯულიანო და სანგალოს მიერ.1798 წლის ივლისში “ლაოკოონი და მისი ვაჟები”-ს ქანდაკება გადატანილ იქნა პარიზში, (ავტორი გენია.ჯი) ნაპოლეონ ბონაპარტისა და რომის პაპის შეთანხმების საფუძველზე.იგი განთავსებულ იქნა ლუვრის უნიკალურ მუზეუმში.1800 წლის 9 ნოემბერს კი,იგი საჯაროდ იქნა წარდგენილი დამთვალიერებელისათვის.ნაპოლეონ ბონაპარტის გარდაცვალების შემდეგ (1816 წელი),ქანდაკება კვლავ დაუბრუნდა ვატიკანს და დღემდე იქ არის დაცული.