უმბერტო ეკო – “ეპიზოდი”
გენიალურ იტალიელ ფილოსოფოსს,მწერალს და ავტორს გახმაურებული ბესტსელერისა “ვარდის სახელი” - უმბერტო ეკოს,ერთ-ერთმა იტალიელმა ჟურნალისტმა დაუსვა შემდეგი შეკითხვა:
“თქვენ ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი და ინტელექტუალი ადამიანი ბრძანდებით იტალიაში,შესაძლოა მთელ ევროპაშიც კი.მაინტერესებს თქვენი აზრი,იმის შესახებ,რომ ამ სამყაროში ინტელექტუალები ფლობენ თუ არა რაიმე სერიოზულ გავლენას და ძალაუფლებას?”
უმბერტო ეკოს პასუხი ჟურნალისტის შეკითხვაზე კი,ასეთი გახლდათ:
“იმაზე ცოტას,ვიდრე თქვენ ფიქრობთ.ინტელექტუალების გავლენა დღევანდელ სამყაროში ნულის ტოლფასია.თუმცა,რაც შეეხება წარსულსა და მომავალს – აქ მათ შეუძლიათ წარმატებას მიაღწიონ.ინტელექტუალებს ძალიან დიდი გავლენა აქვთ ადამიანების შეხედულებებზე წარსულის შესწავლასა და მომავლის განსაზღვრებაში.თუმცა იდეა,უდიდესი ძველბერძენი ფილოსოფოსის – პლატონისა: ინტელექტუალებმა რომ მართონ სამყარო,იგი ბევრად უკეთესი იქნებოდაო” ,ყოვლად უიმედო ნატვრაა”. (ავტორი გენია.ჯი)