ჰიმალაის მთათა სისტემის – “10 უმაღლესი მწვერვალი”
დედამიწაზე სულ 14 ისეთი მწვერვალი არსებობს,რომელთა სიმაღლე ზღვის დონიდან 8 000 მეტრზე მაღლა მდებარეობს.შესაბამისად,სწორედ ეს თოთხმეტი მწვერვალია უმაღლესი პიკები ჩვენი კონტინენტისა.აღსანიშნავია ის გარემოებაც,რომ ყველა უმაღლესი მწვერვალი დედამიწისა,”ჰიმალაისა” და “ყარაყოუმის” (ჰიმალაის შემდეგ,სიმაღლით მეორე მთათა სისტემა) მთათა სისტემებში მდებარეობენ.მათ შორის 10 რვაათასიანი მწვერვალი “ჰიმალაის” მთებშია,ხოლო,დანარჩენი 4 კი ყარაყოუმის მთათა სისტემაში.მკითხველო,აქვე შემოგთავაზებთ “ჰიმალაის მთათა სისტემის” უმაღლეს მწვერვალებს:
1. “ჯომოლუნგმა” (ევერესტი) – დედამიწის უმაღლესი მთაა.მისი სიმაღლე ზღვის დონიდან 8.848 მეტრია.იგი მდებარეობს ჩინეთისა და ნეპალის საზღვარზე.მასზე პირველი დოკუმენტურად დადასტურებული ასვლა 1953 წლის 29 მაისს განახორციელეს,ალპინისტებმა – ედმუნდ ჰილარიმ და ტენცინ ნორგაიმ. (ავტორი გენია.ჯი)
2. “ლჰოცზე” – ჰიმალაის მთებში,ჯომოლუნგმას მწვერვალიდან სამხრეთით 3 კილომეტრში მდებარე დედამიწის სიმაღლით მე-4 მწვერვალია.მისი სიმაღლე ზღვის დონიდან 8.516 მეტრია.იგი განთავსებულია ჩინეთისა და ნეპალის საზღვარზე.
3. “მაკალუ” – რომელსაც “შავ გოლიათად” მოიხსენიებენ,წარმოადგენს მთიან მასივს ჰიმალაიზე.იგი ჯომოლუნგმას სამხრეთ-აღმოსავლეთით 22 კილომეტრზე მდებარეობს,ჩინეტისა და ნეპალის საზღვარზე.მისი სიმაღლე ზღვის დონიდან 8.485 მეტრია.ამ მაჩვენებლით “მაკალუ”,მსოფლიოს სხვა უმაღლეს მწვერვალებს შორის მე-5 ადგილზე აყენებს.აღსანიშნავია ის გარემოება,რომ “მაკალუ” ყველაზე რთულად დასალაშქრ 8.000-იან მწვერვალს წარმოადგენს დედამიწაზე.საერთო ჯამში,მისი დალაშქვრა ექსპედიციის 100%-დან,მხოლოდ 30%-მა მოახერხა. (ავტორი გენია.ჯი)
4. “ჩო-იოუი” – წარმოადგენს ჰიმალაის მთებში,ჩინეთისა და ნეპალის საზღვარზე მდებარე,ზღვის დონიდან 8.201 მეტრის სიმაღლის მქონე მთას.ამ მაჩვენებლით,იგი მსოფლიოს უმაღლეს მწვერვალებს შორის მე-6 ადგილს იკავებს.”ჩო-იოუისაგან” დასავლეთით,რამდენიმე კილომეტრში “ნანგპა-ლას” ერთ-ერთი უმაღლესი და რეგიონისათვის უმნიშვნელოვანესი უღელტეხილია.იგი ზღვის დონიდან 5.716 მეტრ სიმაღლეზე მდებარეობს.სწორედ აღნიშნული უღელტეხილის გამო მიიჩნევა იგი,ყველაზე მარტივად დასალაშქრ 8 ათასიან მწვერვალად.
5. “კანჩენჯანგა” – გახლავთ ჰიმალაის მთების მასივში,ნეპალისა და ინდოეთის საზღვარზე,ზღვის დონიდან 8.586 მეტრ სიმაღლეზე მდებარე მწვერვალი.იგი სიმაღლით მსოფლიოს უმაღლეს მწვერვალებს შორის მე-3 ადგილს იკავებს.1852 წლამდე,აღნიშნული მვერვალი მსოფლიოს ყველაზე მაღალ მწვერვალად იყო ცნობილი,მანამ,სანამ ევერესტის სიმაღლე არ იქნა ზუსტად გამოთვლილი.
6. “დჰაულაგირი” – (იგივე – “თეთრი მთა”),ჰიმალაის მთათა სისტემაში შემავალი,ზღვის დონიდან 8.167 მეტრ სიმაღლეზე მდებარე მწვერვალია.იგი ამ მაჩვენებლით,მსოფლიოს სხვა უმაღლეს მწვერვალებს შორის მე-7 ადგილის მფლობელია.1808-1832 წლებში,სწორედ “დჰაულაგარი” მიიჩნეოდა მსოფლიოს უმაღლეს მწვერვალად.თუმცა მწვერვალზე შემდგომმა ექსპედიციებმა,ცხადყვეს,რომ დედამიწაზე მასზე მაღალი მწვერვალებიც არსებობდა.
7. “შიშა-პანგმა” – (ინდური სახელწოდება – “გონსაიტანი),გახლავთ ჰიმალაის მთებში (ჩინეთის შემადგენლობაში მყოფ – ტიბეტის ავტონომიურ ოლქში),ზღვის დონიდან 8.027 მეტრზე მდებარე მწვერვალს.იგი ერთადერთი 8 ათასიანი მწვერვალია ჰიმალაის მთებში,რომელიც ჩინეთის ტერიტორიაზეა განთავსებული.ამ მაჩვენებლით “შიშა-პანგა”,მსოფლიოს უმაღლეს მწვერვალებს შორის მე-14 ადგილზე იმყოფება.პირველად აღნიშნული მწვერვალი დალაშქრულ იქნა 1964 წლის 2 მაისს,ჩინური ექსპედიციის მიერ. (ავტორი გენია.ჯი)
8. “ანაპურნა” – წარმოადგენს ჰიმალაის მთებში,ნეპალის ტერიტორიაზე,ზღვის დონიდან 8.091 მეტრ სიმაღლეზე მდებარე მწვერვალს.იგი სიმაღლით მეათე ადგილის მფლობელი მთაა მსოფლიოში.იგი პირველად დალაშქრულ იქნა 1950 წელს.სანსკრიტული ენიდან “ანაპურნა”,ითარგმნება,როგორც – “ნაყოფიერების ღვთაება”.აღსანიშნავია ის გარემოება,რომ “ანაპურნა” ერთ-ერთ ყველაზე რთულად დასალაშქრ მწვერვალადაა მიჩნეული ალპინისტებში.
9. “ნანგა-პარბატი” – (შიშველი მთა),წარმოადგენს ქაშმირის ჰიმალაების (პაკისტანიშ ჩრდილოეთ ნაწილი) უმაღლეს მწვერვალს,რომელიც ზღვის დონიდან 8.125 მეტრ სიმაღლეზე მდებარეობს.ამ მაჩვენებლით იგი მე-9 ადგილზე იმყოფება,მსოფლიოს უმაღლეს მწვერვალთა შორის.აღსანიშნავია ის გარემოებაც,რომ იგი ერთ-ერთი ურთულესად დასალაშქრი მწვერვალია მსოფლიოში.1990 წლამდე არსებული მონაცემების თანახმად,ალპინისტების სიკვდილიანობის კოეფიციენტი “ნანგა-პარბატის” მწვერვალის დალაშქვრისას 77%-ს შეადგენა,რაც მართლაც უზარმაზარი კოეფიციენტია.
10. “მანასლუ” - (მოიხსენიებენ,ასევე,როგორც – “კუტანგი”),წარმოადგენს ჰიმალაის მთათა სისტემის მწვერვალს ნეპალის ცენტრალურ ნაწილში,რომლის სიმაღლე ზღვის დონიდან 8.156 მეტრია.ამ მაჩვენებლით იგი,მსოფლიოს უმაღლეს მწვერვალთა შორის მე-8 ადგილზე იმყოფება.სანსკრიტული ენიდან თარგმანით – “მანასლუ”,აღნიშნავს – “სულების მთას”.იგი პირველად დალაშქრული იქნა 1956 წელს,იაპონელი ალპინისტის – ტოსიო იმანისისა და გიალზენ ნორბუს (ნეპალელი) მიერ.მანამდე,რამდენიმე ექსპედიცია,წარუმატებლად დასრულდა.1972 წელს,”მანასლუს” დალაშქვრისას,ზღვის დონიდან 6.950 მეტრ სიმაღლეზე,კორეული ექსპედიციის 16 წევრი იქნა დაღუპული.2008 წლის მონაცემების მიხედვით,აღნიშნულ მწვერვალზე ალპინისტთა დარუპვის კოეფიციენტი 17.8%-ს შეადგენს. (ავტორი გენია.ჯი)