უცნობი ავტორები…
„რელიგია ხალხის ოპიუმია” – აღნიშნული წინადადების ავტორი არა კარლ მარქსი, ფრიდრიხ ენგელსი ან ვლადიმერ ლენინია, არამედ ცნობილი გერმანელი მწერალი, პოეტი და მისტიკოსი – ფრიდრიხ ფონ გარდენბერგი (1772-1801 წლები), იგივე – ნოვალისი. მან 1798 წელს თავის დღიურში ჩაწერა:
„თქვენი ეგრეთ წოდებული რელიგია ადამიანებზე მოქმედებს ისევე, როგორც ოპიუმი. იგი გვიტყუებს და დროებით გვიყუჩებს ტკივილს იმის ნაცვლად, რომ ძალა შეგვმატოს და გაგვაძლიეროს”.
* * *
„პროლეტარებო ყველა ქვეყნისა შეერთდით” – აღნიშნული ლოზუნგის თავდაპირველი ავტორი გახლავთ არა კარლ მარქსი, არამედ ცნობილი გერმანელი რევოლუციონერი – კარლ კრისტიან ფრიდრიხ გერმან შაპერი (1812-1870 წლები). – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„ის მაინც ბრუნავს!” – ამ ისტორიული წინადადების ავტორად დიდი ხნის მანძილზე განიხილებოდა ერთ-ერთი უდიდესი იტალიელი მეცნიერი – გალილეო გალილეი (1564-1642 წლები). თუმცა დღემდე აღმოჩენილ არცერთ წერილობით ისტორიულ დოკუმენტში ამ ფაქტის დამადასტურებელი არაფერი მოიპოვება. თავდაპირვეად ეს სიტყვები თავის ნაშრომში – „ლიტერატურული წყაროები”, მოხსენიებული აქვს იტალიელ სასულიერო პირს (აბატს) – ირელის, რომელმაც აღნიშნული წინადადებით გალილეოს მოწამეობრივი გამარჯვება გადმოსცა რომის კათოლიკურ ეკლესიაზე. (ავტორი გენია.ჯი)