იცით თუ არა,რომ
1. ქრისტიანთა წმინდა წიგნში “ბიბლიაში” სიტყვა – “ნუ გეშინია” 365 ჯერ მეორდება.
2. პირველი ადამიანი,რომელმაც მონობა საჯაროდ დაგმო,გამოჩენილი ძველბერძენი დრამატურგი – ევრიპიდე იყო.
3. საყოველთაოდ ცნობილი არგენტინელი რევოლუციონერი – ერნესტო ჩე გევარა,პროფესიით ექიმი იყო და ამ საქმის უბადლო მცოდნედაც მიიჩნეოდა. (ავტორი გენია.ჯი)
4. ერთადერთი მართლმადიდებლური ქრისტიანული სახელმწიფო აფრიკაში,რომელიც გარემოცულია სხვადასხვა რელიგიის მიმდევარი ქვეყნებისაგან – ეთიოპიაა.
5. როდესაც,გენიალური ინგლისელი მწერალი – დანიელ დეფო,ჰონორარს აიღებდა,აღებული ფულის დიდ ნაწილს,ღარიბებსა და ღატაკებს ურიგებდა.
6. უდიდესი ძველბერძენი ფილოსოფოსი - სოკრატე,ფეხსაცმელს მხოლოდ დღესასწაულებზე იცმევდა.
7. ერთ-ერთი უდიდესი ფრანგი მწერალი და რომანტიკული წიგნის “წითელი და შავი”-ის ავტორი – ანრი მარი ბეილი,იგივე სტენდალი,ნაპოლეონის არმიის ერთ-ერთი ოფიცერი იყო. (ავტორი გენია.ჯი)
8. უფალი ჩვენი იესო ქრისტეს 12 მოციქულიდან,ბუნებრივი სიკვდილით მხოლოდ ერთი – იოანე გარდაიცვალა.
9. მსოფლიო სამედიცინო სამყაროში,მხოლოდ ებრაელი ექიმები არ დებენ “ჰიპოკრატეს ფიცს”,რადგან “ჰიპოკრატეს ფიცი” ეწინააღმდეგება,იუდეველთა რწმენას.
10. ბრძოლის დროს კავალერია,უკანასკნელად მეორე მსოფლიო ომის პერიოდში გამოიყენეს.კერძოდ,მონღოლ ცხენოსანთა დანაყოფი გამოდიოდა გერმანელი ქვეითების წინააღმდეგ. შედეგი? ერთი გერმანელიც არ დაღუპულა ამ შეტაკებაში, კავალერიას კი 2000-ვე ცხენოსანი გამოაკლდა.