დინგო
“დინგო” – (ლათინური სახელწოდება – “Canis lupus dingo),წარმოადგენს ავსტრალიის კონტინენტზე გავრცელებულ მტაცებელ ძუძუმწოვარა ცხოველს,ძაღლისებრნთა ოჯახისა.მისი სახელწოდება წარმოდგება სიტყვა – “ტინგოსაგან”.ამ ტერმინით მოიხსენიებდა პორტ-ჯეკსონის აბორიგენი მოსახლეობა ძაღლებს.როგორც არქეოლოგიურმა კვლევებმა აჩვენა,”დინგო” ავსრალიის კონტინენტზე,სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიიდან (შესაძლოა – მალაის არქიპელაგიდან) გადასახლდა,დაახლოებით 40-50 ათასი წლის წინად.”დინგოს” ყველაზე ძველი ნაშთები აღმოჩენილ იქნა ვიეტნამში.მათი ასაკი,სპეციალისტების მიერ 5 500 წლით განისაზრვრება.ავსტრალიის კონტინენტზე აღმოჩენილი უძველესი ნაშთი კი 3 400 წლით თარიღდება. (ავტორი გენია.ჯი) 1958 წელს,დინგოს მსგავსი ძაღლი (თუმცა მომცრო ფიზიკური ფორმებით) აღმოჩენილ იქნა ახალი გვინეის ტყეებში.გარდა ამისა იგი ფიზიკური ფორმებით ძალიან ჩამოჰგავს,ამერიკაში სულ ახლახანს აღმჩენილ – კაროლინის ძაღლს.აღნიშნული ფაქტები კი გვაძლევს საშუალებას ვივარაუდოთ,რომ დინგო გავრცელებული იყო მსოფლიოს თითქმის ყველა კონტინენტზე,თუმცა დღესდღეობით,მასიური სახით წარმოდგენილი არიან მხოლოდ და მხოლოდ ავსტრალიის ფაუნაში.მათი სიმაღლე 47-67 სანტიმეტრია; სხეულის სიგრძე 86-122 სანტიმეტრი; კუდის სიგრძე 26-38 სანტიმეტრი; წონა 9,60-19 კილოგრამი (იშვიათად 24 კილოგრამსაც აღწევენ).გააჩნიათ მოკლე ყურები,მოწითალო,ან მოყვითალო-ჟანგისფერი ბეწვი და თეთრი ფერის თათები.აზიური დინგო,ავსტრალიურ დინგოსთან შედარებით პატარა ზომების არიან.გვხვდებიან რუხი,შავი,თეთრი და ჭრელი ინდივიდებიც.თუმცა შავი ფერის დინგოებს,სპეციალისტები – ჰიბრიდებად განიხილავენ.აღსანიშნავია ის გარემოება,რომ სუფთა სისხლის დინგო,არასოდეს ყეფს.იგი გამოსცემს მგელის მსგავს ყმუილს.დინგო – ყველაზე ფართოდ გავრცელებულია ავსტრალიის ცენტრალურ,დასავლეთ და სამხრეთ რეგიონებში.გარდა ამისა ისინი გვხვდებიან ჩინეთის სამხრეთ-აღმოსავლეთით,ტაილანდში,ლაოსში,მალაიზიაში,ინდონეზიაში,მიანმაში,ფილიპინებსა და ახალ გვინეაში.დინგო,ტყის პირას მაცხოვრებელი ცხოველია.ბუნაგებს გამოქვაბულებსა და ხის ფესვებში იკეთებენ (როგორც წესი წყლის სიახლოვეს).აზიაში გავრცელებული დინგო,ადამიანებთან ახლოს ბინადრობს და იკვებება საკვების ნარჩენებით.ავსტრალიაში მობინადრეები ნადირობენ კენგურუზე,ვალაბიზე,ფრინველებზე და სხვა. (ავტორი გენია.ჯი) გარდა ამისა იკვებებიან რეპტილიებით,ქვეწარმავლებით და ლეშით.ისინი,ძირითადად ეწევიან მარტოხელა ცხოვრების წესს.თუმცა შესაძლოა ჩამოაყალიბონ ასეული ეგზემპლარისაგან შემდგარი ველური ხროვა,მაშინ,როდესაც დიდ ცხოველზე იწყებენ ნადირობას.აღსანიშნავია ის გარემოებაც,რომ ცხოვრების წესით ჩამოჰგვანან მგლებს.მათ ოჯახში მკაცრად არის დაცული იერარქია.ყოველ ეგზემპლარს საკუთარი სანადირო ტერიტორია გააჩნია,რომელთაც იცავენ სხვა ჯგუფის დინგოებისაგან.დედალი დინგო წელიწადში ერთხელ მაკდება,რა დროსაც შობს 6 ან 8 ლეკვს.ავსტრალიური დინგოს მაკეობის პერიოდი მარტისა და აპრილის თვეებშია,ხოლო აზიური დინგოსი კი აგვისტოსა და სექტემბერში.XIX საუკუნეში ავსტრალიის კონტინენტზე დინგოს წინააღმდეგ მოსახლეობამ მასიური ბრძოლა წამოიწყო (ხაფანგებით,მომწავლავი შხამებით,ნადირობით და ასე შემდეგ),რადგან ისინი ადგილობრივებს უნადგურებდნენ შინაურ პირუტყვს.თუმცა,როდესაც ამით ვერაფერს გახდნენ,1880-იან წლებში შინაური პირუტყვის სადგომებს მოსახლეობამ შემოავლო ვეება ღობეები,რომელთაც შემდგომ – “ძაღლის ღობეები” უწოდეს.დინგოს ადამიანზე თავდასხმის სულ რამდენიმე შემთხვევაა დაფიქსირებული.მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონებში მათი მოშინაურება და სახლში ყოლა კანონით აკრძალულია.აზიაში კი დინგოს ხორცს ერთობ ეტანებიან საკვებად.ცნობილია,რომ დინგო ადვილად იტანს ტყეობას და ადვილადვე თვინიერდება. (ავტორი გენია.ჯი)