“ნობელის პრემია” – (ეპიზოდი)

დიდი შვედი ქიმიკოსის,ინჟინერისა და ნოვატორის - ალფრედ ნობელის (1833-1896 წლები),მიერ დაწერილი ანდერძი,მისი მემკვიდრეების საშინელი აღშფოთების საგნად იქცა.სწორედ ეს გახლდათ მიზეზი იმისა,რომ ნობელის გარდაცვალებიდან ოთხი წლის მანძილზე მიმდინარეობდა სასამრათლო დავები აღნიშნული ანდერძის ირგვლივ.შვედი ქიმიკოსისა და ინჟინრის ალფრედ ნობელის განრისხებულ ნათესავებს არ სურდათ,ეღიარებინათ ამ ანდერძში მითითებული პუნქტები.რადგან ცნობილია,რომ ნობელს სიკვდილის შემდგომ 31,600 000 შვედური ფრანკი დარჩა (რაც იმ დროისათვის კოლოსარული თანხა იყო).შესაბამისად,არავის სურდა ასეთი დიდი თანხის დაკარგვა.აღსანიშნავია,ისიც რომ გარდა ნათესავებისა,შვედი ქიმიკოსის ანდერძის აღსრულების წინააღმდეგ გამოდიოდა,თავად შვედეთისა და ნორვეგიის მეფე – ოსკარ II. (ავტორი გენია.ჯი) იგი “ნობელის პრემიის” დაარსების კატეგორიული წინააღმდეგი იყო. (ავტორი გენია.ჯი) მეფეს,აღნიშნული პრემიის დაარსება უცნაურად ეჩვენებოდა,მაშინ როდესაც პირველი მსოფლიო ომი კარს იყო მომდგარი და ევროპა აქტიურად ემზადებოდა ხანგრძლივი ომისათვის.მიუხედავად უდიდესი წინააღმდეგობისა,ანდერძის შესრულებისათვის თავს არ ზოგავდა მხოლოდ ორი ადამინი.ესენი იყვნენ – რაგნარ სულმანი და რუდოლფ ლილეკვისტი.მათ,ერთობლივად გადალახეს ყველა ბარიერი და მოიგეს სასამართლო განხილვა.ამ მიზეზთა გამო,სწორედ ეს ორი პიროვნება მიიჩნევა უდიდესი დამსახურების მქონენი,მსოფლიოში ყველაზე პრესტიჟული ჯილდოს – “ნობელის პრემიის” დაარსებისა.რაგნარ სულმანი და რუდოლფ ლილეკვისტი – ალფრედ ნობელის უახლოესი მეგობრები გახლდნენ და მათ კარგად უწყოდნენ მეგობრის უკანასკნელი თხოვნის მიზანი (ცნობისათვის,ალფრედ ნობელის მიზანს წარმოადგენდა,აღნიშნული პრემიის დაარსებით,ადამიანებისაგან,ერთგვარად გამოესყიდა “საკუთარი ცოდვა” – დინამიტის გამოგენებისა.იმ დინამიტისა,რომელმაც უამრავი მსხვერპლი მოუტანა კაცობრიობას).მათივე ინიციატივით,1900 წელს დაარსდა “არასამთავრობო ნობელის ფონდი”,რომელშიც 50 ცნობილი მეცნიერი,პოლიტიკოსი და მწერალი გაწევრიანდა.ჟიურიმ შეისწავლა იმ პიროვნებათა დოსიე,რომელნიც წარდგენილნი უნდა ყოფილიყვნენ “ნობელის პრემიის” პირველ ნომინაციაზე.1900 წლის 29 ივნისს,იფიციალურად იქნა გაახმოვანებული ნობელის პრემიის ფონდის შესახებ ინფორმაცია.მალევე,1901 წლის 21 ოქტომბერს მოხდა პირველი მინიჭება ამ მეტად საპატიო ჯილდოსი (ნობელის დაბადების დღე).დაჯილდოების საზეიმო ცერემონიალი კი შედგა ალფრედ ნობელის გარდაცვალებიდან ხუთი წლის თავზე 1901 წლის 10 დეკემბერს. (ავტორი გენია.ჯი)