უინსტონ ჩერჩილი – “ეპიზოდი”
1955 წლის 4 აპრილს ბრიტანეთის პრემიერ მინისტრის - უინსტონ ჩერჩილის რეზიდენციას ეწვია გაერთიანებული სამეფოს დედოფალი ელისაბედ II,მეუღლესთან – პრინც ფილიპთან ერთად.აღნიშნული ვიზიტი პრემიერ მინისტრის რეზიდენციაში მართლაც გასაოცარი ფაქტი გახლდათ დიდი ბრიტანეთის ისტორიაში,რადგან ბოლო ორასი წლის მანძილზე ეს გახლდათ ერთადერთი შემთხვევა,როდესაც გაერთიანებული სამეფოს დედოფალი და პრინცი პრემიერის რეზიდენციას თავად ესტუმრნენ. (ავტორი გენია.ჯი) ესოდენ საპატიო ვიზიტი კი უინსტონ ჩერჩილის თანამდებობის დატოვების გამოისობით შედგა.იმ დღეს დიდი ბრიტანეთის ლეგენდარული პრემიერი საზეიმო ფრაკში იყო გამოწყობილი.ჯილდოებს შორის,რომელიც მას ფრაკზე ეკეთა,განსაკუთრებულ ყურადღებას იქცევდა ერთი ჯილდო – “ორდენი დამსახურებისთვის” (აღნიშნული ჯილდო ყველაზე მეტად უყვარდა ჩერჩილს).ვიზიტის მეორე დღეს უინსტონ ჩერჩილმა ბოლო მინისტრთა კაბინეტის სხდომა ჩაატარა,რის შემდეგაც ბუკინგემის სასახლეში გაემართა საზეიმო მიღებაზე.სასახლეში მისვლისას მან (როგორც წესი) დედოფალს ოფიციალური შეტყობინება გადასცა თანამდებობის დატოვების შესახებ.დედოფალმა ელისაბედ II-მ,რომელიც დიდ პატივს მიაგებდა უინსტონს,ახარა,რომ მას ლონდონის ჰერცოგის ტიტული გადაეცა.თუმცა მისდა გასაოცრად,უინსტონმა შემოთავაზებულ წინადადებაზე თავაზიანი უარი განაცხადა,იმ მოტივით,რომ მას სურდა ისტორიაში მხოლოდ და მხოლოდ საკუთარი სახელით – “უინსტონ ჩერჩილით”,შესულიყო ყოველგვარი წინსართების გარეშე. (ავტორი გენია.ჯი)