მარგარეტ ჰილდა ტეტჩერი – “ეპიზოდი”
გაერთიანებული სამეფოს ლეგანდარულ პრემიერ-მინისტრს - მარგარეტ ჰილდა ტეტჩერს ( პრემიერი 1979-1990 წლებში),საკუთარი ქალიშვილი,კარიერის დასაწყისში ურჩევდა:
” არასოდეს აჩვენო პუბლიკას,რომ შენ რაიმეს განიცდი.თუკი გადაწყვეტ საზოგადოებრივ და პოლიტიკურ მოღვაწეობას,იცოდე და მოემზადე იმისათვის,რომ შენს გადათელვას მოინდომებენ”.
თავის კარიერის დასაწყისიდანვე ტეტჩერს შეეძლო საკუთარი ემოციების დამალვა საზოგადოების წინაშე.თუმცა იყო ისეთი მომენტები,სადაც ის თავს ვერ იკავებდა.ერთ-ერთ უნივერსიტეტში სტუმრობის დროს,დარბაზში უკმაყოფილო სტუდენტები შეძახილებით დახვდნენ:
- ტეტჩერ – წადი!!!
- ტეტჩერ წადი!!!
რაზეც გაღიზიანებულმა ტეტჩერმა პროტესტანტ სტუდენტებს ხმამაღლა დაუყვირა:
- გსურთ თუ არ გსურთ,ტეტჩერი უკვე აქ არის და ის აუცილებლად წარსდგება სიტყვით! ასე,რომ ვისაც სურვილი არ გაქვთ მომისმინოთ,თავად მოგიწევთ წასვლა! (ავტორი გენია.ჯი)