“ფაქტები წიგნების შესახებ”

1. მსოფლიოს ყველაზე ნაყოფიერ მწერლად მიჩნეულია ბრაზილიელი მწერალი – ჟოზე კარლოს როკი დე ალპოიმ ინუე,რომელსაც 1046 სამეცნიერო-ფანტასტიკური,ვესტერნისა და ტრილერის ჟანრის რომანი აქვს დაწერილი.აღსანიშნავია,რომ ამ მწერალმა ეს ნაწარმოებები 1986 წლიდან 1996 წლამდე გამოაქვეყნა.

2. ყველაზე პოპულარულ მწერლად მიჩნეულია ინგლისელი მწერალი ქალი – აგატა მერი კლარისა მალოუნი (იგივე აგატა კრისტი).რომლის 78 დეტექტიური ჟანრის რომანი 44 უცხოურ ენაზე ითარგმნა და 2 მილიარდი ტირაჟით გაიყიდა.

3. მსოფლიოში არსებული ყველაზე პატარა 12 მინიატურულ წიგნს შორის,არის – “ყურანი”,”ინგლისური ენის ლექსიკონი” (რომელიც 12 000 სიტყვისგან შედგება) და “საფრანგეთის კონსტიტუცია”. (ავტორი გენია.ჯი)

4. ყველაზე დიდ მხატვრულ ნაწარმოებად მიჩნეულია ცნობილი ფრანგი მწერლის – ლუი ანრი ჟან ფარიგურის იგივე (ჟიულ რომენის) ნაწარმოები – “კეთილი ნებისყოფის ადამიანები”,რომელიც მწერალმა 1932 წლიდან 1946 წლამდე,27 ტომად გამოსცა.ამ ნაწარმოებში 2,070,000 სიტყვაა,მაშინ,როდესაც “ბიბლიაში” სიტყვის რაოდენობა 773 700-ია. (ავტორი გენია.ჯი)

5. მსოფლიოში,ყველაზე გაყიდვად წიგნად მიჩნეულია – “ბიბლია”.ქრისტიანთა უწმინდესი წიგნი,1815 წლიდან 1999 წლამდე 3 მილიარდ 88 მილიონ ეკზემპლარად გაიყიდა.