ნიურნბერგის პროცესის სამი მსჯავრდებულის “უკანასკნელი სიტყვები”
1. ვილჰელმ კეიტელი - გახლდათ გერმანიის შეიარაღებული ძალების შტაბის უფროსი და ვერმარხტის ჯარების მთავარსარდალი.იგი გახლდათ ის პიროვნება,რომელმაც მოაწერა ხელი გერმანიის კაპიტულაციას.ნიურნბერგის სასამართლო პროცესზე,კაცობრიობის წინაშე ჩადენილი დანაშაულებების გამო,მიესაჯა სიკვდილით დასჯა.აღსანიშნავია,რომ ყველა წაყენებული ბრალდება,დოკუმენტურად დაუმტკიცდა.განაჩენი სისრულეში მოყვანილ იქნა 1946 წლის 16 ოქტომბერს. (ავტორი გენია.ჯი) მისი უკანასკნელი სიტყვები იყო:
“ბრძანება ჯარისკაცისთვის – ყოველთვის ბრძანებაა.მე მივმართავ ყოვლისშემძლე ღმერთს და შევთხოვ მას,მოწყალე იყოს გერმანელი ხალხის მიმართ.ჩემამდე ორ მილიონზე მეტი გერმანელი ჯარისკაცი დაიღუპა სამშობლოსათვის ბრძოლაში და მეც ჩემს “შვილებს” მივყვები.ყველაფერი საუკეთესო გერმანიას!”
2. ერნს კალტენბურნერი - გახლდათ ფაშისტური გერმანიის რაიხის უშიშროების მთავარი სამართველოს შეფი.სამხედრო და კაცობრიობის წინაშე ჩადენილი დანაშაულისათვის,ნიურნბერგის სასამართლო პროცესზე მიესაჯა სიკვდილით დასჯა,რაც 1946 წლის 16 ოქტომბერს აღასრულეს.მისი უკანასკნელი სიტყვები იყო:
“მე ჩემს ხალხსა და სამშობლოს წრფელი გულით ვემსახურე და სამშობლოს კანონების მიხედვით მის წინაშე ჩემი ვალი პირნათლად მოვიხადე.ვწუხვარ,რომ დანაშაული იქნა ჩადენილ,თუმც მე მასში წვლილი არ მიმიძღვის.მე ღირსეულად ვიბრძოდი.ბედნიერებას გისურვებ გერმანიავ!”. (ავტორი გენია.ჯი)
3. ალფრედ როზენბერგი - წარმოადგენდა გერმანიის სახელმწიფო მოღვაწეს და მესამე რაიხის ერთ-ერთ მთავარ იდეოლოგის.კაცობრიობის წინაშე ჩადენილი დანაშაულებებისათვის,ნიურნბერგის სასამართლო პროცესზე მიესაჯა სიკვდილით დასჯა.იგი ერთადერთი იყო სიკვდილმისჯილ ფაშისტთა შორის,რომელმაც ეშაფოტზე ასვლის დროს უკანასკნელი სიტყვები არ წარმოსთქვა.თავად სასამართლოს ბოლო სხდომაზე კი,მისი ბოლო სიტყვები იყო:
“მე უარვყოფ ყოველგვარ შეთქმულების თეორიას.ანტისემიტიზმი იყო მხოლოდ აუცილებელი თავდაცვითი საშუალება”. (ავტორი გენია.ჯი)