“დასტურლამალი”

“დასტურლამალი” – (იგივე – “დასტურლამალი მეფის ვახტანგისა”),გახლდათ ის უმნიშვნელოვანესი ისტორიული წიგნი,რომელიც ქართული სახელმწიფოს სამართლის უმთავრეს ძეგლს წარმოადგენდა.იგი შედგენილ იქნა ქართლის მეფისა და გამგებლის – ვახტანგVI-ეს მიერ 1707-09 წლებში.თუმცა,მასში მოყვანილი ყველა საკანონმდებლო მასალა მხოლოდ ვახტაგ მეფეს არ ეკუთვნის.აღნიშნული წიგნი სხვადასხვა დროს შედგენილი “დასტურლამების” ანუ “გარიგების დებულებათა” იმ კრებულებისაგან შედგებოდა,რომელიც შემდეგ სისტემურად  იქნა დალაგებული. (ავტორი გენია.ჯი) ძეგლი შედგება  მთავარი ნაწილისაგან – “სამეფო დასტურლამალი” და “სადედოფლო დასტურლამალი”.აღსანიშნავია რომ “სადედოფლო დასტურლამალი”,ქართლის მეფეს გიორგი XI-ეს შეუდგენია 1683-89 წლებში.იგი შეიცავს უმნიშვნელოვანეს ცნობებს,საქართველოს სახელმწიფოებრივი წყობილების შესახებ.ამ უნიკალური ძეგლის შედგენის დროს,საქართველო პოლიტიკურად დანაწილებული იყო სამეფო-სამთავროებად.წიგნის შედგენის პერიოდში,ქართლის სამეფო,ირანთან ვასალურ დამოკიდებულებაში იმყოფებოდა.ასევე აღსანიშნავია ისიც,რომ,ამ ძეგლში ირანის შაჰი-ხელმწიფედ იწოდება,ხოლო ქართლის მეფე კი – ბატონად.სწორედ “დასტურლამალის” საშუალებით ცდილობდა ქართლის მეფე თავისი ხელისუფლების განმტკიცებას ქვეყანაში.მასში აღწერილია სამეფო სასახლეში მიღებისა და ნადიმობის წესები.ასევე მოყვანილია ადგილობრივი და ცენტრალური მოხელეების დახასიათება.სასახლის მთავარი განმკარგულებელი იყო სახლთუხუცესი,რომელსაც მოხელეთა შტატი ექვემდებარებოდა.ცენტრალური მართველობა კი შედგებოდა – სამეურნეო,ადმინისტრაციული,საპოლიციო,სასამართლო,სამდივნო,სამონადირეო,სამეჯინიბე და მეფის დაცვისაგან.ადგილობრივი მოხელეების ფუნქციებს კი წარმოადგენდა – სარდლები,არაგვისა და ქსნის ერისთავები,ფეოდალები,მოურავები,ნაცვლები და მამასახლისები. (ავტორი გენია.ჯი) ქალაქის მართველობა მოურავს ეჭირა.ქალაქის მოხელეები კი იყვნენ – მელიქი და მამასახლისი.აღსანიშნავია “ხევისთავის სახელო”,რომელიც შემოღებული იქნა,საკუთრების უფლების ეფექტური დაცვის მიზნით.განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ადგილი ამ დიდებულ ძეგლში უკავია ეკონომიკური მდგომარეობის შესწავლას.დაწვრილებით არის განხილული გადასახადთა სისტემა გლეხთათვის.ასევე საინტერესოა ისიც,რომ მეფე კანონის ძალით კრძალავდა,სახელმწიფო მოხელეთა თავხედობას გლეხების მიმართ.”დასტრლამალი” ერთადერთი ისტორიული ძეგლია,რომელიც შეიცავს უძვირფასეს ცნობებს ქართლში ჩამოსახლებული თურქული ტომების – “ელების” შესახებ.მასში აღწერილია ქართლისა და კახეთის საზღვრების მონახაზები.”დასტურლამალი”,პირველად პეტრე უმიკაშვილმა გამოსცა 1886 წელს.მოგვიანებით კი,1849 წელს ვალერიან გაბაშვილმა ოფიციალურად და დოკუმენტალურად დაასაბუთა რომ,”დასტურლამალი” ორიგინალური ქართული სახელმწიფოს სამართლის ძეგლი იყო. (ავტორი გენია.ჯი)