მარტა გრემი – “თანამედროვე ცეკვების დედა”
მარტა გრემი - დაიბადა 1894 წლის 11 მაისს,პელსინვანიის შტატის ალეიგინის მუნიციპალიტეტში (ამერიკა).იგი წარმოადგენდა მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო მოცეკვავე ქალს და ამერიკული “მოდერნის სტილის ცეკვის” სულისჩამდგმელს,რომელსაც სრულიად სამართლიანად უწოდეს – “თანამედროცე ცეკვების დედა”.
მიუხედავად იმისა,რომ მარტას ოჯახი ძალიან მორწმუნე იყო და მას უკრძალავდნენ ცეკვას (ცოდვად მიიჩნევდნენ),მარტას მაინც დართეს უფლება დასწრებოდა,იმ პერიოდისათვის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული მოცეკვავის – რუტ-სენ-დენის კონცერტს,რომელმაც მასზე წარუშლელი შთაბეჭდილება დატოვა.მალევე მარტა ვასარ-კოლეჯში იწყებს სწავლას,სადაც დიდი ყურადღება ეთმობოდა არა მარტო განათლების მიღებას,არამედ ფიზიკურ შესაძლებლობებსაც. (ავტორი გენია.ჯი) სწორედ რუტ-სენ-დენის კონცერტის ნახვის შემფგომ გადაწყვიტა მან გამხდარიყო პროფესიონალი მოცეკვავე,რაშიც მას დიდ დახმარებას უწევდა საკუთარი ფიზიკური მონაცემები (ელასტიურობა,ტექნიკა და გრაციოზულობა).1913 წელს სწავლას აგრძელებს ლოს-ანჯელესში და მალევე გადადის ესპანეთში “დენიშოუნის სკოლაში”,რომელიც დაარსებულ იქნა ზემოთ აღნიშნული დიდი მოცეკვავის – რუტ სენ-დენის და მისი პარტნიორის ტედ შოუნის მიერ.ბალეტი ამერიკაში იმთავითვე მიიჩნეოდა ევროპულ მოვლენად,თუმცა მარტას გენიალურმა შემოქმედებამ საფუძველი ჩაუყარა,სრულიად ახალ სტილს ცეკვისა,რომელსაც “ამერიკული მოდერნი” ეწოდა.იგი გამოდიოდა მსოფლიოს საუკეთესო თეატრებში და მისი პარტნიორები იყვნენ,იმ პერიოდის უდიდესი კორიფე-მოცეკკვავეები.მისი ტალანტითა და საშემსრულებლო ნიჭით სრულიად მსოფლიო გახლდათ მოხიბლული.გარდა ამისა იგი გახლდათ ფემინისტი,რომელიც მთელი მისი შესაძლებლობებით იბრძოდა ქალთა უფლებების დაცვისათვის.ცნობილი და გავლენიანი ამერიკული გაზეთი “ნიუ-იორკ ტაიმზი” ერთ-ერთ ნომერში – მარტა გრემის შესახებ წერდა:
“მარტა გრემი გახლავთ ყველაზე მებრძოლი და ტალანტური ნიჭის მქონე ფემინისტი.მან გაანთავისუფლა ქალები და გაანთავისუფლა – ცეკვა! მან,საკუთარი შემოქმედებითა და მოღვაწეობით დაანგრია საყოველთაოდ დამკვიდრებული სტერეოტიპი: ქალი – სუსტი არსებაა!” (ავტორი გენია.ჯი)
მარტა გრემი ქორეოგრაფიით დაკავებული იყო მთელი 70 წლის განმავლობაში.იგი იყო პირველი მოცეკვავე ქალი,რომელსაც ნება დართეს “თეთრ სახლში” ეცეკვა; იგი იყო პირველი მოცეკვავე ქალი,რომელიც მივლინებულ იქნა,როგორც კულტურის ელჩი სხვადასხვა ქვეყნებში; იგი იყო პირველი მოცეკვავე ქალი,რომელსაც მიენიჭა ამერიკის უმაღლესი სამოქალაქო ჯილდო – Presidential Medal of Freedom.
მარტა გრემი გარდაიცვალა 1991 წლის 1 აპრილს,ნიუ-იორკში.თუმცა სამარადჟამოდ დაიმკვიდრა ადგილი ცეკვით ხელოვნებაში,როგორც “თანამედროვე ცეკვების დედა”-მ.