“მსოფლიო ოკეანე”
ოკეანეები და ზღვები – დედამიწის ზედაპირის 71%-ს ფარავს.მსოფლიოს ხუთი (წყნარი,ატლანტის,ინდოეთის,სამხრეთის და ჩრდილოთის ყინულოვანი) ოკეანის საშუალო სიღრმე დაახლოებით 3 730 მეტრია,ხოლო წყლის საერთო მოცულობა კი – 1,370 მილიონი კუბური კილომეტრი.კონტინენტები 72 კილომეტრით არის შეჭრილი ოკეანეში და წყალქვეშ ქმნიან სუსტად დაქანებულ კონტინენტურ შელფს.იგი დაფარულია მარჩხი ზღვით,რომლის სიღრმე 152 მეტრია.შელფის კიდიდან მკვეთრად იზრდება ოკეანის ფსკერის დაქანება.მისი ყველაზე ღრმა ღარი დაახლოებით 11 კილომეტრია.დედამიწის წყლების 97,5%-ი ოკეანეებშია,დანარჩენი 2,5%-დან 79%-მდე გაყინულია და მყინვარებისა და ყინულოვანი ფარების სახით გვხვდება,20%-ი მიწისქვეშა წყლებს მიეკუთვნება და მხოლოდ 15-ი არსებობს მტკნარი წყლების სახით. (ავტორი გენია.ჯი) ყველაზე დიდი ოკეანე წყნარი ოკეანეა,რომელიც მსოფლიო ოკეანეების 46%-ს მოიცავს.ატლანტისა და ინდოეთის ოკეანეები თითქმის თანაბარი ზომისაა,ხოლო სამხრეთისა და არქტიკის ოკეანეები გაცილებით პატარაა.დედამიწაზე წყალი არათანაბრადაა განაწილებული,რადგან ტექტონიკური ფილების მოძრაობის შედეგად კონტინენტები გადაადგილდება ჩრდილოეთი ნახევარსფეროსკენ,სადაც დედამიწის ხმელეთის ორ მესამედზე მეტია თავმოყრილი;ამ დროს ოკეანის თითქმის 80%-ი სამხრეთ ნახევარსფეროშია მოქცეული.ამჟამად ატლანტის ოკეანე ფართოვდება,ხოლო წყნარი ოკეანე კი ვიწროვდება.დედამიწის ზედაპირის 65%-ს ოკეანის ქვაბულები ანუ წყალქვეშა დეპრესიები შეადგენს.ოკეანის ფსკერს დანალექი შრეები ფარავს,რის ქვეშაც ბაზალტის ქანებისგან აგებული ოკეანური ქერქია,კონტინენტური ქანების ასაკი შეიძლება მილიარდობით წლით განისაზღვროს,მაგრამ ყველაზე ძველი ოკეანური ქერქი დაახლოებით 200 მილიონი წლით თარიღდება.ყველა ოკეანეს გასდევს ქედები.ისინი ქმნიან საზღვარს მოძრავ ტექტონიკურ ფილებს შორის,რომლებიც ერთმანეთს შორდება.ოკეანეები ფართოვდება,როდესაც ამ ქედების ქერქში მაგმა ამოხეთქავს.ოკეანური ქერქი უცვლელი არ რჩება – თანაფარდობის დასაცავად აუცილებელია,რომ ერთი ქვაბულის ფსკერის გაჭიმვას მეორის შემჭიდროება მოჰყვეს.მკვრივი ოკეანური ქერქი მსუბუქ კონტინენტურ ქერქთან შეჯახების დროს მის ქვეშ ექცევა და დედამიწის მანტიაში იძირება.მსოფლიო ოკეანეებში წყლის დონეთა პერიოდულ აწევ-დაწევას,რომელიც მთვარისა და მზის მიზიდულობის შედეგად წარმოიშვება,მიმოქცევა ეწოდება. (ავტორი გენია.ჯი) მთვარის მიზიდულობა დედამიწის მიზიდულობის საპირისპიროდ მოქმედებს და წარმოქმნის წყლის მოქცევის ორ შვერილს.ისინი დედამიწასთან ერთად ბრუნავენ და მთვარის ორბიტას მიჰყვებიან,რის შედეგადაც ოკეანის ზედაპირის გარკვეული ფართობი აიწევა ან დაიწევა.მთვარეს ორბიტის შემოსავლელად 24 საათი და 50 წუთი სწირდება.ასე რომ,მოქცევა ჩნდება ყოველ 12 საათსა და 25 წუთში – ზუსტად მთვარის მიერ ორბიტის შემოვლის დროის ნახევარში.ყველა ოკეანე ერთმანეთს უერთდება და ქმნის მსოფლიო ოკეანეს.ზოგი მისი ბინადარი ფართოდ არის გავრცელებული;უმრავლესობა კი მხოლოდ გარკვეულ ნაწილში,მისთვის დამახასიათებელ ჰაბიტატში,ბინადრობს.წყლის ტემპერატურის მიხედვით ოკეანეები გეოგრაფიულ ზონებად იყოფა.არსებობს სიღრმის მიხედვით დაყოფის სისტემაც,რაც განათების ხარისხსა და საკვების ოდენობას ეფუძნება.ოკეანის ფსკერის ზოგ რეგიონში ამოჩქეფს მინერალებით მდიდარი ცხელი წყალი.ამ საოცარ და უჩვეულო გარემოში მხოლოდ სიცოცხლის განსაკუთრებული ფორმები არსებობენ.ოკეანეებში გავრცელებულია მარჯნის რიფები.სიღრმის ზრდასთან ერთად ოკეანე თანდათან უფრო ბნელი და ცივი ხდება.იზრდება წნევაც.სიცოცხლე ოკეანეში უფრო ზედა ფენებშია მრავალფეროვანი,სადაც საკმარისი სინათლეა.სინათლის ეს ზონა დაახლოებით 200 მეტრი სიღრმეზეა.მეცნიერებს ადრე სჯეროდათ,რომ აბისალურ ვაკეზე სიცოცხლე არ არსებობდა.ეს შეხედულება შეცვალა ჰიდროთერმული სადინარებისა და ცივი გაჟონვის ზონის აღმოჩენამ.შუაოკეანური ქედის ახლოს მდებარეობს ჰიდროთერმული სადინარები,რომელთა საშუალებით მაგმისაგან გაცხელებულიო წყალი ოკეანის ფსკერიდან ზემოთ მიემართება.ოკეანეები მდიდარია უნიკალური წყალწვეშა სამყაროთი და მისი მხოლოდ მცირე ნაწილია გამოკვლეული. (ავტორი გენია.ჯი)