მიხეილ ჯავახიშვილის ნააზრევი…
1. “ბალზაკმა სთქვა: საზოგადოება მიკარნახებს,მე კი მისი მდივანი ვარო.მე კი საქართველო მიკარნახებს და მე მისი მონა ვარ”.
2. “თუ მართლა კვდება სამშობლო ჩემი, -
სიკვდილო შესდექ! ჯერ მე მოვკვდები!”
3. “მომეცით ჯაყო, და თუ ყველაფერი ვიკადრე,მალე თეიმურაზად გადავაქცევ”.
4. “ზოგი მწერალი მუდამ იმას სცდილობს,რომ თავის თავზე დიდი მწერლები დამარხოს.მესაფლავეც ხშირად მარხავს დიდ კაცებს,მაგრამ თვითონ მათს მაგივრობას ვერა სწევს და ისევ მიწის მთხრელად რჩება”. (ავტორი გენია.ჯი)
5. “არის ძალა გონებასა და მეცნიერებაზე უფრო ძალოვანი – უმეცრება და სიგიჟე”.
6. “ვაი იმ ხალხს,ვინც მხოლოდ ვაჭრობს და ვუი იმასაც,ვინც მხოლოდ რაინდობს”.
7. “აღმოსავლური სიბრძნის და დასავლური აქტიობის შედუღაბება – აი რა გადაგვარჩენს”.
8. “სხვა დრო დაგვიდგა.შიშვლდება ქალი და ჭეშმარიტება”.
9. “ქალი დასახვრეტად მიჰყავდათ.ის მაინც ირთვებოდა”. (ავტორი გენია.ჯი)
10. “ღმერთმა შვიდ დღეში შექმნა ქვეყანა,კომუნისტების რწმენით კი ერთ დღეში შეიქმნა – 25 ოქტომბერს”.