გესმის საქართველოვ?
“გაუმარჯოს საქართველოს!”
- დაიყვირეს ქართველებმა,როცა შაჰ აბასი სპარსეთში თავებს ჰკვეთდა.
გესმის საქართველოვ?
და მათი ხმა საქართველოს მისწვდა.
- გვესმის! გვესმის! – დაიგმინა საქართველომ.
ერთმა დიდმა პოეტმა სთქვა: “ღმერთმა თავისი კალთა საქართველოს დააბერტყაო.მეორემ კი დაიძახა: “სხვა საქართველო სად არის,რომელი კუთზე ქვეყნისა!” თუ მარტო ბუნებას ჰგულისხმობდნენ – მართალი უთქვამთ.მაგრამ ჩვენი გეოგრაფიული მდებარეობა რომ მოჰგონებოდათ,ჩემთან ერთად იტყოდნენ: ღმერთმა თავისი რისხვა სწორედ ჩვენს ქვეყანას დააბერტყაო. (ავტორი გენია.ჯი)
ამ მხრივ ჩვენი ბედი საზარელია.გადაავლეთ თვალი ჩვენი მნათობის რუკას და გაიხსენეთ მსოფლიო კულტურის მთავარი გზა.ყოველივე აღმოსავლეთიდან წამოვიდა – მეცნიერება,ხელოვნება,რელიგიები და სოციალურ-სახელმწიფოებრივი ინსტიტუტები და სისტემებიც.ეს დიდი მდინარე ჩინეთ-ინდოეთის შუა აზიიდან ჯერ მცირე აზიაში ჩამოვიდა,შემდეგ ხმელთაშუა ზღვის ნაპირებს მოედო (საბერძნეთი,ეგვიპტე,რომი,კართაგენი,არაბეთი),შემდეგ ლათინთა ქვეყნები ააყვავა და დასასრულ ევროპის ჩრდილო-დასავლეთისკენ შეუხვია.
ეს მდინარე საქართველოს ასცდა.ჩვენ გვერგო მხოლოდ სანაპირო ტალღები.ამ წინწკილებითაც კი,როგორც დავინახეთ,უხვად ვისარგებლეთ. და თუ ჩვენი კულტურის ტაძარი ზეცას ვერ მივაბჯინეთ,არც ეს არის ჩვენი ბრალი: მუდამ გვინგრევდნენ,გვმუსრავდნენ,გვახრჩობდნენ.
დიდი სავაჭრო გზები ასცდა საქართველოს.სამაგიეროდ – და ჩვენდა საბედისწეროდ – დიდი პოლიტიკურ სტრატეგიული გზები არ აგვცდენია. და ჩვენც მუდამ ამის გამო ვიღუპებოდით,ვინგრეოდით იმ სოფელივით,რომლის თავზე და გარშემო განუწყვეტლივ იბრძვიან ძლიერი მეზობლები.
ვინ არ მოჰყავდათ ჩვენსკენ ამ გზებს,ვინ არ გადაიარა ჩვენს ზურგზე?! თუ რომელიმე ტომი დაიძროდა აზიიდან ევროპისკენ,ჩვენს კისერზე უნდა გაევლო,თუ ჩრდილოელები დააპირებდნენ აზიისკენ თარეშობას,ჯერ საქართველო უნდა გადმოელახნათ. (ავტორი გენია.ჯი) მონგოლები რომ ვეღარ დაეტივნენ თავიანთ უდაბნოში,ჯერ საქართველო უნდა გაესრისათ და შემდეგ შეჭრილიყვნენ აღმოსავლეთ ევროპაში.ორი საუკუნე ვზიდეთ არაბების უღელი.ირანი,სელჯუკეთი და ბიზანტია ჩვენს თავზე შეასკდნენ ერთმანეთს.საქართველო ყველასათვის ან მარცხენა ფლანგი იყო,ან მარჯვენა ფრთა,ამიტომ მცირე აზიაში ომი არ ატყდებოდა,რომ მებრძოლნი ჩვენს ქვეყანაშიც არ შემოჭრილიყვნენ,ხოლო ათიოდე წელიწადიც იშვიათად გაივლიდა,რომ ჩვენს გვერდით და ჩვენს თავზედაც ცეცხლის გრიგალი არ ავარდნილიყო.ვინ არ გვახვევდა შანთითა და სიკვდილით თავის ეკლესიებსა და ბავრაყებს! ქრისტიანი ბერძნები ხატებს ამსხვევდნენ ჩვენს თავებზე და ჯვარის აღიარებისათვის იმავე ჯვარზე გვაკრავდნენ.სპარსელები ჯერ ზარატუშტრას ცეცხლზე გვწვავდნენ,მერე სუნიტურ შახსეი-ვახსეით გვჩეხავდნენ.ელინებს და რომაელებს პოლიტეიზმი მოჰქონდათ,ოსმანები ნამგალა მთვარის წინ გვაჩოქებდნენ,ასურეველნი იშტარს გვაჩეჩებდნენ და ვინც კი მოდიდოდა საქართველოში,ყველა ჩვენს სულზე და ნაშრომზე ნადირობდა.მაგრამ ჩვენს წინაპრებს თავიანთი სულიც,ნაშრომიც და მიწა-წყალიც თავიანთთვის უნდოდათ,ამიტომ დავა თითქმის მუდამ იარაღით წყდებოდა.
სობრონის უნივერსიტეტის ქართველოლოგმა მეცნიერმა პროფესორმა – კოლინინონმა განაცხადა: “ქართველი ხალხი სხვაგან სადმე რომ ყოფილიყო დასახლებული და ნორმალურად განვითარებულიყო,ეხლა ას მილიონზე მეტი იქნებოდა.ამ პატარა კუნძულს კი მეტად დიდი ზღვები ჭამდნენო”.
და კინაღამ შესჭამეს კიდეც.მიუვალმა რუსეთმა მხოლოდ ხუთიოდეჯერ განიცადა უცხოთა ფეხი,ჩვენ კი ხიდზე ვიჯექით მუდამ ვითელებოდით.თემურ ლენგები,მურვან ყრუები და ჯალალ ედინები ერთმანეთს ეცილებოდნენ ჩვენი ხალხის შემუსვრაში.შემდეგ სპარსეთი და ოსმალეთი საქართველოს ინაწილებდნენ,ამავე დროს ხელახლად იწყებოდა – მეათეჯერ თუ მეოცეჯერ – ჩვენი ყოფნა-არყოფნის ხანა.ოსმალეთი გვჭრიდა მარჯვენა მკლავს – სამცხე-საათაბაგოს და ტაო-კლარჯეთს.შაჰ აბასი არღვევდა ჩვენს სამხრეთ-აღმოსავლეთს,ასიათასობით გვმუსრეს და მახვილით გაწმენდილ ალაგებში ასახლებდნენ იქიდან მოყვანილ ერებს.ან სიკვდილი,ან სულის გამოცვლა – აი,რა იყო მათი მიზანი.
ევროპამ ერთხელ იხილა ჰუნების საშინელება,ჩვენთვის კი რკინისა და ცეცხლის სეტყვა შეჩვეული ჭირი იყო.ევროპას დღესაც აჟრჟოლებს ატილას და ალარიხის გახსენებაზე,ზოგმა ქართველმა კი მალე დაივიწყა ათჯერ მეტიც და უარესიც: ჯალალ-ედინი,მურვან-ყრუ,თემურ-ლენგი,შაჰ-აბასი,აღა-მაჰმადი,შაჰ-თამაზი,ნადირ-შაჰი და კიდევ მრავალი მათი მსგავსი უცხოელი და შინაური. (ავტორი გენია.ჯი) მაგრამ ამათ უმთავრესი დაივიწყეს: ქართველმა ხალხმა მაინც გასძლო და მოინელა ეს საზღაპრო ჟლეტა და მუსვრა. (ავტორი გენია.ჯი) მარტო ერთი ცნობაც ელვასავით აშუქებს და ახასიათებს ჩვენს ბედსა და გზას: დედაქალაქი თბილისი ოცდათექვსმეტჯერ წაგვართვეს და დავიბრუნეთ.
ყოველ ასეთი აკლების შემდეგ ჩვენ გვრჩებოდა მოპარსული მიწა და ზედ დამდგარი ის – უიარაღო,უსაქონლო და ხელცარიელი ქართველი,რომელიც მეასეჯერ ხელახლად იწყებდა ქვაბულის კაცივით დანგრეულის აღდგენას.
“გაუმარჯოს საქართველოს!”
- დაიყვირეს ქართველებმა,როცა შაჰ აბასი სპარსეთში თავებს ჰკვეთდა.
გესმის საქართველოვ?
და მათი ხმა საქართველოს მისწვდა.
- გვესმის! გვესმის! დაიგმინა საქართველომ.