“იდიოტის” – თავდაპირველი განმარტება…
“იდიოტი” – ძველბერძნული წარმომავლობის მქონე ტერმინია და სიტყვასიტყვით აღნიშნავს – “კერძო პირს” (ქართული განმარტება – სულელი).საინტერესოა,რომ თავდაპირველად,აღნიშნული სიტყვის მნიშვნელობა,აბსოლუტურად განსხვავდებოდა თანამედროვეობაში მიღებული სიტვის განმარტებისაგან.როგორც ცნობილია,ძველი ბერძნები ძალიან კომუნიკაბელური ხალხი იყვნენ.მათ უყვარდათ თავშეყრა,რა დროსაც განიხილავდნენ,როგორც ფილოსოფიურ,ასევე,ზოგადსაკაცობრიო საკითხებსაც.თუმცა,არსებობდნენ ისეთი ადამიანებიც,რომლებიც არანაირ მონაწილეობას არ იღებდნენ ასეთ თავყრილობებსა და განხილვებში. (ავტორი გენია.ჯი) ისინი,ყოველთვის ერიდებოდნენ მათში მონაწილეობის მიღებას.ასეთ ადამიანებს ძველი ბერძნები – “idios”,ანუ – “განცალკევებულებად” მოიხსენიებდნენ.შესაბამისად,ტერმინი – “იდიოტი”,უძველეს საბერძნეთში გამოიყენებოდა ისეთი ადამინების მიმართ,რომლებიც საზოგადოებრივი ცხოვრებისაგან,თავს შორს იჭერდა და განცალკევებული ცხოვრების წესით გამოირჩეოდა.მოგვიანებით,ასეთი ცხოვრების სტილით მაცხოვრებელ ადამიანებს,არანორმალურებად თვლიდნენ და ტერმინმაც სხვა დანიშნულება შეიძინა.დღევანდელ დღეს კი,ტერმინი – “იდიოტი”,გამოიყენება “გონებაჩლუნგი” ადამიანის აღსანიშნავად. (ავტორი გენია.ჯი)