დემოკრიტე აბდერელის ბიოგრაფიიდან…
დემოკრიტე აბდერელი (ძვ.წ.აღ-ით 46-370 წლები) – ჩვენამდე მოღწეული ცნობების თანახმად ნამდვილი ბრძენი იყო და ცდილობდა,შეუმჩნევლად,ადამიანთაგან განშორებით ეცხოვრა.ამიტომაც ის ბევრს მოგზაურობდა; ბაბილონში მან ჩააკითხა ქალდეველებს,მოგვებსა და ინდოელ ბრძეთაც კი.როდესაც მამამისის – დიმასიპოსის,სიკვდილის შემდეგ მემკვიდრეობა სამ ნაწილად გაჰყვეს,დემოკრიტემ თავისი წილიდან მხოლოდ იმდენი აიღო,რამდენიც მოგზაურობისთვის დასჭირდებოდა,დანარჩენი კი მთლიანად ძმებს გაუნაწილა.ამ საქციელის გამო,თეოფრასტოსი მას ადიდებდა.იგი ამბობდა,რომ დემოკრიტე აბდერელმა ხანგრძლივ ხეტიალში ბევრად უფრო მეტი და ძვირფასი განძი შეიძინა,ვიდრე მენელაოსმა და ოდისევსმა,ერთად აღებულმა. (ავტორი გენია.ჯი) რამეთუ ეს უკანასკნელნი ფინიკიელ ვაჭრებზე უკეთ სულაც არ იქცეოდნენ,ზუსტად ისევე აგროვებდნენ სიმდიდრეს და მოხლოდ და მხოლოდ იმიტომ დაეხეტებოდნენ ხმელეთსა და ზღვებზე.თვადაპირველად თანამოქალაქეებმა დემოკრიტეს – “ფილოსოფია” შეარქვეს.მაგრამ ვინაიდან იგი თავისიანებს განაქიქებდა და ამტკიცებდა,რომ ისინი ბრიყვები იყვნენ,მათ აბდერელს,მეტსახელად – გელასინოსი,ანუ “მოცინარი” შეარქვეს.ცნობილი ფაქტია,რომ ქალაქ აბდერას მოსახლეობამ,დემოკრიტეს შესახებ,მიმართა გენიალურ ძველბერძენ ექიმს ჰიპოკრატეს,რომელსაც მათ შლეგი აბდერელის განკურნება მოსთხოვეს.თუმცა ჰიპოკრატემ მათ მიუგო,რომ დემოკრატე,მიუხედავად ესქცენტრიულობისა,სრულიად ჯანმრთელი იყო და არანაირ მკურნალობას არ საჭიროებდა.შემდგომ კი,რაც უფრო ახლოს გაიცვნეს იგი,ხალხი მისი სიბრძნითა და საზრიანობით მოიხიბლა.შესაბამისად დემოკრიტე აბდერელი დიდად პოპულარულ ადამიანად იქცა ქალაქ აბდერაში.აღსანიშნავია ის გარემოებაც,რომ მის საამებლად ჰიპოკრატემ,თავისი თხზულებები იონურ დილაექტზეც კი დაწერა… (ავტორი გენია.ჯი)