ართურ კონან დოილის ბიოგრაფიიდან…
გენიალური შოტლანდიელი მწერალი და “შერლოკ ჰოლმსის” პერსონაჟის შექმნის ავტორი - სერ ართურ იგნატიუს კონან დოილი (1859-1930 წლები),როგორც მისი პირადი დოკუმენტებიდან ვგებულობთ,დიდი მოყვარული ყოფილა – კრივის,ბოულინგის,კრიკეტისა და საჰაერო ბურთებით ფრენისა.გარდა ამისა ცნობილია,რომ იგი ერთ-ერთი გულმხურვალე მხარდამჭერი გახლდათ ლა-მანშის გვირაბის გაჭრისა.მის ბიოგრაფიაში ასევე უმნიშვნელოვანესი ფაქტი არის ისიც,რომ ართური თავდაპირველად დრამებს წერდა და შესაბამისად დრამატურგადაც განიხილავდა საკუთარ თავს.იგი,მის მიერ დაწერილ დრამებს სხვადასხვა რედაქციებში გზავნიდა დასაბეჭდად,თუმცა მის ქმნილებებს არცერთი გამოცემა ყურადღების ღირსად არ აგდებდა.შესაბამისად,არ ბეჭდავდა კიდეც.დიდ შოტლანდიელ მწერალს,რედაქციებში გაგზავნილი ნაწარმოებები ყოველთვის უკან უბრუნდებოდა. (ავტორი გენია.ჯი) აღსანიშნავია ის გარემოება,რომ მან რედაქციაში,სხვა ნაწარმოების ნაცვლად,შეცდომით გაგზავნა ნაწარმოები “შერლოკ ჰოლმსის” შესახებ. და როდესაც გამომცემლებმა წიგნი წაიკითხეს,იმთავითვე გადაწყვიტეს მისი გამოქვეყნება და ფართოდ გავრცელება.ცნობილი ფაქტია ისიც,რომ შერლოკ ჰოლმსს” ართურ კონან დოილი,მხოლოდ და მხოლოდ დროის გაყვანის მიზნით და საკუთარი სიამოვნებისთვის წერდა.მისი საჯაროდ გამოქვეყნება კი,თავდაპირველად აზრადაც არ მოსვლია.თუმცა,ზემოთ აღნიშნული “შეცდომის” შედეგად,”შერლოკ ჰოლმსმა” დღის სინათლე იხილა და იგი იქცა მისი სახელის უკვდავსამყოფ ნაწარმოებადაც.სერ ართურ იგნატიუს კონან დოილი,არაერთხელ გამოსულა ადამიანის უფლებებისა და უდანაშაულოდ მსჯავრდებული პატიმრების დასაცავად.ამ საკითხში მან რამოდენიმეჯერ მიაღწია კიდეც წარმატებას,მაშინ,როდესაც დაარწმუნა სასამართლო სისტემის მესვეურები,გადაეხედათ იმ საქმეებისათვის,რომელთა მიხედვითაც მრავალი მსჯავრდებული (და არა ბრალდებული) ადამიანი,სრულიად უდანაშაულოდ იხდა სასჯელს. (ავტორი გენია.ჯი)