კონსტანტინოპოლის შესახებ…
“კონსტანტინოპოლი” – თანამედროვე სტამბოლის,სახელწოდება ამ უდიდესი ისტორიის მქონე ქალაქმა მიიღო 1930 წლის 30 მარტს,მუსტაფა ქემალ ათათურქის ბრძანების საფუძველზე.იგი,ადრეული წლებიდანვე ცნობილი იყო,როგორც – კონსტანტინოპოლი (ასევე მოიხსენიებდნენ,როგორც – “ახალი რომი”).330 წელს,რომის იმპერატორმა კონსტანტინე I-მა დააარსა კონსტანტინოპოლი და საიმპერატორო ტახტიც იქ გადაიტანა.შესაბამისად იგი,იმპერიის დედაქალაქადაც აქცია.330 წლიდან 395 წლამდე კონსტანტინოპოლი,რომის იმპერიის დედაქალაქი გახლდათ; 395-1204 წლებში ბიზანტიის დედაქალაქი.1204 წლიდან 1261 წლამდე,აღნიშნული ქალაქი,ჯვაროსნების მიერ დაარსებული ლათინთა იმპერიის უმთავრესი ქალაქი გახლდათ.1261 წლიდან 1453 წლამდე კი აღმოსავლეთ რომის იმპერიის დედაქალაქი იყო; (ავტორი გენია.ჯი) 1453 წლიდან 1922 წლამდე ოსმალეთის იმპერიის დედაქალაქი გახლდათ,მანამ,სანამ მუსტაფა ქემალ ათათურქმა თურქეთის სრული გაერთიანება და ოსმალეთის იმპერიის დემონტაჟი არ მოახდინა.მიუხედავად დედაქალაქის ანკარაში გადატანისა,ძველ კონსტანტინოპოლს (დღევანდელ სტამბოლს) თავისი მისია არასოდეს დაუკარგავს.იგი უდიდესი ისტორიის მქონე ქალაქია და მისი დანიშნულება დაარსების დღიდანვე უმნიშვნელოვანესი იყო მსოფლიო ისტორიისათვის.თანამედროვე სტამბოლი ერთადერთი ქალაქია მსოფლიოში,რომელიც ერთბაშად,აზიისა და ევროპის ტერიტორიაზეა განლაგებული.კონსტანტინოპოლში თავისი ისტორიის მანძილზე – 10 რომის იმპერატორის,82 ბიზანტიის იმპერატორის და 30 ოსმალეთის სულთნის უმთავრეს რეზიდენციას წარმოადგენდა. (ავტორი გენია.ჯი)