გვირგვინოსანი მტრედი
გვირგვინოსანი მტრედი - წარმოადგენს ფრინველთა ულამაზეს გვარს,მტრედისებრთა ოჯახისა.აღსანიშნავია,რომ აღნიშნული გვარის მტრედები,ყველაზე დიდი სახეობაა მტრედისებრთა ოჯახისა.ისინი გამოირჩევიან თავზე წარმოდგენილი გასაოცარი გვირგვინით,საიდანაც მომდინარეობს კიდეც მათი სახელწოდება.სულ ბუნებაში,აღნიშნული მტრედის ჯგუფის,სამი სახეობაა ცნობილი.სხეულის სიგრძე 80 სანტიმეტრს აღწევს.შეფერილობაში ჭარბობს მოლურჯო და ძოწისფერი.პირველად,”გვირგვინოსანი მტრედის” შესახებ,1819 წელს ცნობები მოგვაწოდა დიდმა ინგლისელმა ზოოლოგმა – ჯეიმს ფრენსის სტივენსმა.მათი გავრცელების უმთავრეს არეალს წარმოადგენს ახალ გვინეის სამხრეთი ნაწილი (ძირითადად ჭაობები და ტყეები) და მისი მახლობელი კუნძულები (ბიაკი და იაპენი). (ავტორი გენია.ჯი) ბინადრობენ მცირე გუნდებად.”გვირგვინოსანი მტრედის” წყვილი,ერთმანეთისადმი განსაკუთრებული ერთგულებით გამოირჩევიან.ბუდეს იკეთებენ ხეებზე.დებენ ერთ კვერცხს.გამრავლების პერიოდში,დედალ-მამალი ცვალებადობით ჯდებიან გამოსაჩეკ კვერცხზე.ოთხ კვირაში კი იბადება ბარტყები.აღსანიშნავია,რომ ამ პერიოდში ისინი გამოსცემენ განსაკუთრებულად სპეციფიკურ ხმებს.გამოჩეკიდან 30 დღეში,”გვირგვინოსანი მტრედის” ბარტყი სწავლობს ფრენას და იწყებს დამოუკიდებელი ცხოვრების წესს.იკვებებიან ჩამოცვენილი ნაყოფითა და კენკრით.”გვირგვინოსანი მტრედების” სიცოცხლის ხანგრძლივობა 20 წლამდე მერყეობს (შესაძლოა ოც წელზე მეტიც კი იცოცხლოს).აღსანიშნავია ის გარემოება,რომ ფილოგენეტიკა,ამ ულამაზესი სახეობის მტრედისა,დღემდე არ არის სრულყოფილად შესწავლილი.სამწუხაროდ,ადამიანთა დაუდევრობის გამო (ნადირობა),მათი რაოდენობა ბუნებაში ძალიან შემცირებულია. (ავტორი გენია.ჯი)