Intsia

Intsia - გახლავთ პარკოსან მცენარეთა სახეობა,რომელიც მჭიდროდაა დაკავშირებული აფრიკული აფზელიის სახეობებთან.ბუნებაში სულ მათი 7-დან 9 სახეობამდეა გავრცელებული,რომელთაგანაც ზოგიერთი სახეობა წარმოდგენილია პატარა მცენარეების სახით,ნაწილი კი ბუნებაში მოიპოვება დიდი და მასიური ხეების სახითაც.გავრცელებული არიან სამხრეთ აზიის,ოკეანიის,მადაგასკარისა და ტანზანიის ტროპიკულ ტყეებში. (ავტორი გენია.ჯი) იგი ზღვის დონიდან 600 მეტრ სიმაღლეზე გვხვდება.აღსანიშნავია,რომ Intsia გაქრობის პირას მყოფ მცენარედ იქნა მიჩნეული,რის გამოც 1980 წელს იგი “წითელ წიგნში” იქნა შეტანილი.შესაბამისად,მისი მოჭრა და ექსპორტზე გატანა ყველა იმ ქვეყანამ შეაჩერა,სადაც აღნიშნული სახეობის მცენარეა გავრცელებული.დღესდღეობით,ბუნებაში,მისი ერთადერთი მასიური ტყე პაპუა-ახალ გვინეას ტერიტორიაზე გვხვდება.აღნიშნულ ქვეყანაში Intsia-ს,მოიხსენიებენ როგორც – “კვილა”.ფიჯიზე კი მოხსენიებულია,როგორც – “becu”.Intsia -ს ზოგიერთი დიდი სახეობა,სიმაღლეში 50 მეტრამდე იზრდება,ხოლო ჩვეულებრივი სახეობები კი 7-დან 25 მეტრამდეა.მას სხვადასხვა ქვეყნებში ქარსაწინააღმდეგოდ და პარკების დასამშვენებლადაც იყენებენ (ადრეულ წლებში გამოიყენებდნენ სამშენებლო მასალადაც).თუმცა,”წითელ წიგნში” შეტანის შემდეგ მისი მასიურად გამოყენება შეწყვეტილ იქნა. (ავტორი გენია.ჯი)